მე ორსულად ვარ, მაქვს უხვი გამონადენი, ეს რამდენად ნორმალურია?
ორსულობის ჰორმონების მოქმედების შედეგად საშოს ლორწოვანი გარსის უჯრედების განახლება სწრაფად მიმდინარეობს, ხოლო მკვდარი უჯრედები ორგანიზმიდან გამოიდევნება ბლანტი თეთრი ნივთიერების სახით. გამონადენი შეიძლება იყოს უხვი და ნაკლებად უხვი, მთავარია, თან არ ახლდეს წვა, ქავილი, უსიამოვნო სუნი და არ შეიცავდეს სისხლის კოლტებს. ნებისმიერ შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც გამორიცხავს: 1) სანაყოფე წყლის გაჟონვას, 2) ორსულობის შეწყვეტის საფრთხეს, 3) სოკოვან და სხვა ინფექციებს.
წონაში მატება – რა ითვლება ნორმად?
ორსულობის დროს, თქვენი მატება წონაში არ უნდა იყოს 10 12 კგ ზე მეტი (დაახლოებით 350 გ კვირაში). რეგულარულად დამოუკიდებლად აკონტროლეთ თქვენი წონა (წონაში მატება, როგორც წესი, იწყება მე 20 კვირიდან). – იკვებეთ რეგულარულად, ზომიერად – შეამცირეთ მარილი, ტკბილეული და ცხარე საკვები, რაც დაგეხმარებათ სითხის მიღების შეზღუდვაში – რაციონში შეიტანეთ ცილოვანი საკვები (ხბოს და ქათმის უცხიმო ხორცი, თევზი, ოსპი).
ხშირად მაწუხებს გულისრევა და ღებინება. როგორ მოვიქცე?
როგორც წესი, გულისრევა და ღებინება ქრება ორსულობის მე 4 თვიდან. როგორ მოიქცეთ? – მოერიდეთ ცხიმიან საკვებს და ყავას – იკვებეთ ხშირად, მცირე ულუფებით – მიმართეთ ექიმს გამოხატული და განმეორებითი ღებინებისას, რადგან ეს შესაძლოა იმდენად სერიოზული იყოს, რომ საჭირო გახდეს სტაციონალური მკურნალობა. თქვენი ექიმის ყველა რეკომენდაციის მკაცრი დაცვით შესაძლებელია ამ პრობლების თავიდან არიდება.
გაინტერესებთ პასუხი კითხვაზე, რომელიც ვერ იპოვეთ ჩვენს საიტზე?
დაგვისვით შეკითხვა და მიიღეთ სასარგებლო რჩევები!
რატომ არის მნიშვნელოვანი ორსულობისთვის მომზადება?
ყველა ქალს სურს, გახდეს დედა, თავად განიცადოს პატარა საოცრების ცხრათვიანი სულმოუთქმელი ლოდინი, გადალახოს ახალშობილისთვის სახელის შერჩევის სირთულე და საკუთარი თავი მთლიანად მიუძღვნას მის აღზრდას. სწორედ ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ქალის სხეული მართლაც მზად არის ჩასახვისთვის, ნაყოფის მუცლადტარებისა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებისთვის.