Miofolic უპირატესობა | დადასტურებული ეფექტურობა

Miofolic უპირატესობა

ხასიათდება კარგი ამტანობით

მიო ინოზიტოლი სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში (თირკმელებში) დღეში რამდენიმე გრამის ოდენობით. ზოგიერთ გარემოებებში მიო ინოზიტოლის სინთეზი და მეტაბოლიზმი ირღვევა და ამ დროს რეკომენდებულია მისი დამატებით მიღება.

ჩატარდა კვლევები დაახლოებით 600 ქალის მონაწილეობით, რომლებიც ყოველდღიურად იღებდნენ 2 გ ან 4 გ მიო ინოზიტოლს. კვლევის შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ მიო ინოზიტოლის მიღებისას არ ვლინდება გვერდითი ეფექტი.

გვერდითი ეფექტი მხოლოდ ძალიან მაღალი დოზის (12 გ ზე მეტი) მიღებისას გამოვლინდა. ეს იყო ზომიერად გამოხატული ნიშნები კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიცაა გულისრევა, შებერილობა და დიარეა.

როგორ მოქმედებს Miofolic

Miofolic ზრდის ფერტილობას

  • Miofolic ეფექტურია ინსულინის მიმართ რეზისტენტობისა და პოლიკისტოზის მქონე ქალებში, ზრდის შობადობის კოეფიციენტს. პრეპარატის აქტიური კომპონენტები აუცილებელია საკვერცხეების ჰარმონიული ფუნქციონირების, ოოციტებისა და ემბრიონების საერთო ხარისხისთვის
  • Miofolic ხელს უწყობს უჯრედების განვითარებას და ორგანოების ფორმირებას ნაყოფის საშვილოსნოშიდა განვითარების ეტაპზე და ახალშობილის სიცოცხლის პირველ თვეებში

Miofolic შემადენლობაში შემავალი მიო ინოზიტოლი ორგნიზმისთვის ბუნებრივი ნივთიერებაა. იგი ხელს უწყობს ჰორმონალურ ბალანსს, აკონტროლებს საკვერცხეების ფუნქციას, კვერცხუჯრედის ხარისხს და მენსტრუალური ციკლის რეგულარობას

  • პრეპარატი ზრდის უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. Miofolic პერორალურად მიღება ხელს უწყობს ჩონჩხის კუნთების მიერ გლუკოზის ათვისებას და ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. ეს ხელს უშლის გესტაციური შაქრიანი დიაბეტის განვითარებას, განსაკუთრებით ჭარბი წონის ქალებში
  • Miofolic ურ გამოვლინებებს
  • Miofolic ხელს უწყობს პოლიკისტოზის მქონე ქალებში მეტაბოლური სინდრომის თავიდან აცილებას. კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მიო ინოზიტოლი ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (HDL) („კარგი“ ქოლესტერინის) დონეს და ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL) („ცუდი“ ქოლესტერინის) დონეს, ასევე, ამცირებს ტრიგლიცერიდების დონეს, არეგულირებს არტერიულ წნევას
  • Miofolic ებრძვის გულის პათოლოგიებს. დადასტურებულია, რომ მიო ინოზიტოლის დამატებით მიღება მეტაბოლური სინდრომის მქონე პაციენტებში ამცირებს გულის დაავადებების რისკ ფაქტორებს (არტერიული წნევას, ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს)

Miofolic ზრდის ფერტილობას და ხელს უწყობს ჯანმრთელობას ორსულობის პერიოდში. გინეკოლოგების მიერ რეკომენდებულია მიოფოლიკის ჩართვა პოლიკისტოზის კომპლექსურ მკურნალობაში.

Miofolic მიღების მთავარი ბიოქიმიური და კლინიკური სარგებელი

  • არეგულირებს არტერიული წნევას
  • ხელს უწყობს ტრიგლიცერიდების და საერთო ქოლესტერინის დონის შემცირებას სისხლში
  • ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას (ზრდის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ)
  • ამცირებს ტესტოსტერონის საერთო დონეს
  • ზრდის პროჰესტერონის დონეს
  • ზრდის ოვულატორული ციკლების რაოდენობას
  • ამცირებს ჰირსუტიზმს და აკნეს სიმძიმეს

რა არის Miofolic

Miofolic — ინოვაციური კომპლექსი ქალის რეპროდუქციული ფუნქციის გაუმჯობესებისთვის, ჰორმონების ნორმალური ბალანსის შენარჩუნებისა და სხეულის გაძლიერებისთვის.

Miofolic გამოყენების უპირატესობები
დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებში

  • საშუალებას იძლევა შემცირდეს გონადოტროპინების საერთო დოზა (საკვერცხეების მასტიმულირებელი ჰორმონები)
  • სტიმულაციის დროს ზრდის 15 მმ დამეტრის ოოციტების რაოდენობას, მნიშვნელოვნად მცირდება მოუმწიფელი ოოციტების რაოდენობა

Miofolic უპირატესობა ორსულობის დროს

  • ამცირებს გესტაციური შაქრიანი დიაბეტის სიხშირეს
  • ამცირებს პრეეკლამპსიის რისკს (ორსულობის გართულებები, რომლებსაც ადგილი აქვს მე-2–3 ტრიმესტრში)
  • ნორმაში მოჰყავს გესტაციის ვადა – 39,3 კვირამდე 37,2 ის წინააღმდეგ საკონტროლო ჯგუფში
  • ამცირებს ნაყოფის ნერვული მილის შესაძლო დეფექტების განვითარების რისკს