პოლიკისტოზი და მუცლის მოშლის საშიშროება: რა რისკებს შეიცავს...

პოლიკისტოზი და მუცლის მოშლის საშიშროება

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (პოლიკისტოზის) მქონე ქალები, ჩვეულებისამებრ, იმყოფებიან მუცლის მოშლის მაღალი რისკის ქვეშ ვიდრე ქალები, რომელთაც ეს სინდრომი არ აქვთ. მუცლის მოშლად მიიჩნევა სპონტანური აბორტი ორსულობის მე–20 კვირამდე.

ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ მუცლის მოშლის სიხშირე პოლიკისტოზის მქონე ქალებში აღწევს 50% მუცლის მოშლის საერთო საშუალო მაჩვენებლთან შედარებით, რომელიც 15% შეადგენს.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კავშირი პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომსა (PCOS) და მუცლის მოშლას შორის განპირობებულია ​​ინსულინის მიმართ რეზისტენტობით, სხვა მკვლევარებმა გამოავლინეს კავშირი მუცლის მოშლასა და მალუთეინიზირებელ ჰორმონს (LH) შორის. ეს არის გლიკოპროტეინური ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს ოვულაციას.
მესამენი კი მიიჩნევენ, რომ მამაკაცის ჰორმონის – ანდროგენების მაღალი დონე მუცლის მოშლის ალბათობას პოლიკისტოზის მქონე ქალებში კიდევ უფრო ზრდის.

გარდა იმისა, რომ პოლიკისტოზური სინდრომის (PCOS) მქონე ქალებს დაორსულებასთან დაკავშირებით მეტი სიძნელის გადალახვა უხდებათ, მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთი გართულებების წინაშე, როგორიცაა გესტაციური დიაბეტი, პრეეკლამპსია, მაკროსომია (როცა ახალშობილის მასა 4,500 გრამზე მეტია), ასევე, სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები.

მუცლის მოშლის ზუსტი მიზეზის დიაგნოსტიკა რთულია, მაგრამ მონაცემები მიუთითებს, რომ მუცლის მოშლის რეციდივი შესაძლოა დაკავშირებული იყოს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომთან (PCOS) და სხვა ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა გენეტიკა ან ანატომიური, ან ინფექციური ანომალიები. ხშირად, მუცლის მოშლის მიზეზი დაუდგენელია. მკვლევარები იმ ძირითად ფაქტორებს სწავლობენ, რომლებიც ხელს უწყობენ ჰორმონალური ანომალიების განვითარებას, მათ შორის, ინსულინის მიმართ რეზისტენტობას.

დღეისათვის არ არსებობს ერთი საერთო გადაწვეტა მუცლის მოშლის პრობლემის მოსაგვარებლად პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) ან ინსულინის მიმართ რეზისტენტობის მქონე ქალებში, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გადადგათ გარკვეული ნაბიჯები, რათა გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა, რომელიც ასევე ხელს უწყობს მუცლის მოშლის ალბათობის შემცირებას.

პოლიკისტოზი და მუცლის მოშლის საშიშროება

ეს ნაბიჯები გულისმობს:

  • ზოგადი დიეტის დაცვას და წონის კონტროლს
  • რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშს
  • სტრესის დონის შემცირებას
  • ინსულინის და გლუკოზის დონის სტაბილიზებას
  • ორსულობის პერიოდში ჯანმრთელობის ხელშესაწყობად სპეციალური საშუალებების, მაგალითად, Miofolic
როგორ მოქმედებს Miofolic

მიოფოლიკი ზრდის ფერტილობას და ხელს უწყობს ჯანმრთელობას ორსულობის პერიოდში. გინეკოლოგების მიერ რეკომენდებულია მიოფოლიკის ჩართვა პოლიკისტოზის კომპლექსურ მკურნალობაში.

პოლიკისტოზის მიზეზები

პოლიკისტოზის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ მიიჩნევა, რომ იგი ჰორმონალურ დარღვევებს უკავშირდება …