კვება ორსულობის პერიოდში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნაყოფის...

კვება ორსულობის პერიოდში

კვება ორსულობის პერიოდში

როგორც ცნობილია, ორსულობა – ეს არის მომავალი დედის სხეულში მიმდინარე ჰორმონალური და ფსიქო ემოციური ცვლილებების პერიოდი.

ორსულობის პერიოდში ქალის გემოვნური შეგრძნებები იცვლება, იგი ხდება ძალიან პრეტენზული კერძების მიმართ, საკვებად იყენებს ბევრ ისეთ პროდუქტს, რომელსაც მანამდე საერთოდ არ ეკარებოდა. მსგავსი ქცევა პაწაწუნა ადამიანის აქტივობისა და ზრდის შედეგია, რომელიც ვითარდება რა დედის საშვილოსნოში, ჩასახვის პირველივე დღიდან იწყებს საკუთარი წესების კარნახს.

ჯანსაღი კვება ორსულობის პერიოდში – ერთ ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც მომავალი ბავშვის ნორმალურ განვითარებას განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ ორსული ქალების მენიუ გარკვეულწილად განსხვავდება უმეტესობის კვების ჩვეული რაციონისგან. ასეთი დიეტა უნდა იყოს დაბალანსებული, შეიცავდეს დიდი რაოდენობით ვიტამინებს და მიკროელემენტებს, რომლებიც აუცილებელია ნაყოფის ნორმალური ზრდა განვითარებისთვის. მაგრამ არ შეგაშინოთ სიტყვა „დიეტამ“. კვება ორსულობის პერიოდში არანაირად არ არის დაკავშირებული შიმშილთან და ორგანიზმის დაუძლურებასთან, პირიქით, მოწოდებულია გააჯეროს ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც ბავშვის განვითარებასა და მშობიარობაზე დადებითად იმოქმედებენ.

ორსულებისთვის მენიუს შედგენის ძირითადი წესები

ორსული ქალის კვება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი მომავალი ბავშვის ჯანმრთელობას. ამიტომ უნდა იყოს:

  • სრულფასოვანი
  • დაბალანსებული
  • შეიცავდეს ყველა სასარგებლო ვიტამინს და მიკროელემენტს
  • სასარგებლო

ამრიგად, რა უნდა მიირთვას ორსულმა ქალმა? შევეცადოთ, გამოვყოთ ძირითადი საკვები პროდუქტები ქალის კვების რაციონში, რომელთაგანაც შეიძლება და საჭიროცაა, მომზადდეს კერძი ორსულთათვის:

  • უცხიმო ხორცი
  • ახალი თევზი
  • ბოსტნეული და ხილი
  • მწვანილი
  • რძის პროდუქტები
  • ახლადგამოწურული წვენები
  • კვერცხი
  • მცენარეული ზეთი

ორსული ქალების ჯანსაღი კვება სავალდებულო წესით გულისხმობს ხორცისა და თევზის მიღებას, როგორც შეუცვლელი ამინომჟავების, ფოსფორის, რკინისა და კომპლექსური ცილების წყარო. ბუნებრივია, უმჯობესია, ეს პროდუქტები მომზადდეს ორთქლზე ან მიიღოთ მოხარშული სახით, ხოლო ძეხვეულზე, სოსისსა და შებოლილ ხორცზე საერთოდ უარი თქვათ.

ორსული ქალების ყოველდღიური კვების რაციონი უნდა შეიცავდეს წვნიანს, რომელსაც ორგანიზმი კარგად ითვისებს და შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, ხელს უწყობს საკვების მონელებას. ვიტამინებისა და მიკროელემენტების შესანიშნავი წყაროა ახლადგამოწურული წვენები. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საჭიროა მივიღოთ რკინისშემცველი პროდუქტები, რომელთა შორის განსაკუთრებით ფასეულია ჩირი, მწვანილი, ფრინველის ხორცი, ღვიძლი, წიწიბურა და ვაშლი.

ზოგჯერ ექიმები მომავალ დედებს წონაში დაკლებას ურჩევენ. მართალია თუ არა ეს, და როგორ დავიკლოთ წონაში ორსულობის პერიოდში, ნაყოფისთვის ზიანის მიყენების გარეშე? ორსულობის დროს სწორი კვება უკვე გულისხმობს იმ პროდუქტების გამოყენებას, რომლებიც ნამდვილად არ უწყობენ ხელს დამატებითი კილოგრამების აკრეფას. მაგრამ რა მოხდება, თუ ორსული ქალი სისუსტეს გამოიჩენს და ძალიან ბევრ ტკბილეულს მიირთმევს? გინეკოლოგი დაუყოვნებლივ გაამახვილებს ყურადღებას წონის სწრაფ მატებაზე და აგიხსნით, როგორ უნდა დაიკლოს წონაში ორსულმა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

კვება და ტოქსიკოზი

რა არის სასარგებლო ორსულებისთვის, რომელთაც პირველ ტრიმესტრში ტოკსიკოზი აწუხებთ? მართლაც, ბევრ ორსულს არა მხოლოდ გაუგია რას ნიშნავს ტოქსიკოზი ორსულობისას. გამოუცდია კიდეც. სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ მასთან გამკლავება შესაძლებელია გარკვეული საკვები პროდუქტების დახმარებით. რა უნდა მიირთვას ორსულმა, ტოქსიკოზისგან თავდასაღწევად?

ტოქსიკოზის დროს კვების ძირითად წესებს შორის უნდა გამოვყოთ:

  • იკვებეთ მცირე ულუფებით, ამ დროს მიღებული საკვები არ იწვევს კუჭის გაწელვას და შიმშილის ცენტრის სტიმულირებას თავის ტვინში
  • თავი აარიდეთ ცხიმიან და მაღალკალორიულ საკვებს
  • უარი თქვით ხორცის ბულიონზე მომზადებულ წვნიანსა და კერძებზე, ასევე, არ წაიხემსოთ ჩაითა და ბუტერბროდებით
  • აუცილებლად ისუზმეთ (ეს შეიძლება იყოს ვაშლი ან მარწყვი, შვრიის ფაფა ან აირღუმელში მომზადებული ომლეტი)
როგორ მოქმედებს Miofolic

მიოფოლიკი – ინოვაციური კომპლექსი ქალის რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად და ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებისთვის როგორც ორსულობისთვის მზადების ყველა ეტაპზე, ასევე, შემდგომ მისი ჯანმრთელად მიმდინარეობისთვის.

რა პროდუქტებზე უნდა თქვათ უარი?

რა უნდა მიირთვას ორსულმა, რომ არ დააზიანოს ბავშვი? მსგავს კითხვას სვამს მომავალი დედების უმეტესობა, რომლებიც ზრუნავენ საკუთარი შვილის ჯანმრთელობაზე. საიდუმლო არ არის, რომ თანამედროვე სამზარეულოს არც თუ ყველა კერძია თანაბრად სასარგებლო ორსული ქალებისთვის. ეს აიხსნება იმით, რომ ზოგიერთი მათგანი იწვევს საშვილოსნოს ტონუსის სტიმულირებას, ათხელებს სისხლს ან უბრალოდ, შეიცავს ნაყოფისთვის ტოქსიურ ნივთიერებებს.

ყველაზე მავნე პროდუქტები ორსული ქალებისთვის:

  • შებოლილი პროდუქტი, მარინადები, სახლში მომზადებული მწნილები
  • მარილი და შაქარი დიდი რაოდენობით
  • კოფეინის შემცველი სასმელები და საკვები პროდუქტები
  • სანელებლები და სუნელები, ასევე, ცხარე საწებლები
  • ალკოჰოლი
  • ტკბილეული და ცომეული
  • ცხიმიანი ხორცი
  • უმი კვერცხი და აუდუღარი რძე
  • ტყის სოკო
  • სწრაფი კვების პროდუქტები და ნახევარფაბრიკატები
  • ობიანი ყველი
  • გაზიანი სასმელები

პატარა სასწაულის მოლოდინში ქალს უნდა ახსოვდეს, რომ სასარგებლო პროდუქტები ორსული ქალისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობას განსაზღვრავს. ამიტომ, არ უნდა აჰყვეთ საკუთარ სურვილებს და არ უნდა მიიღოთ მავნე პროდუქტები, რადგან მომავალში ეს შეიძლება უკან მოგიბრუნეთ რეალური პრობლემის სახით, რომლის გამოსწორება უკვე ძალიან რთული იქნება.

ჯანმრთელ ორსულობას ხელს უწყობს ინოვაციური პრეპარატი Miofolic 2 პაკეტი დღეში. მას ბევრი უპირატესობა აქვს, მათ შორის, ამცირებს ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების, პრეეკლამპსიის და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს, ასევე, ხელს უწყობს გესტაციური პერიოდის ნორმალიზებას. დეტალურად.

როგორ მოვიქცეთ, როცა წერო არ ჩქარობს?

ბევრი წყვილი ოცნებობს ბავშვზე, მაგრამ ზოგჯერ ხდება, რომ დიდი ხნის ნანატრი ორსულობა არ დგება. როგორ მოვიქცეთ, თუ წეროს არ სურს ჩვენს სახლში შემოფრენა?