კვება მშობიარობის შემდეგ, კვების ძირითადი წესები, ღირს თუ არა გახდომა?

კვება მშობიარობის შემდეგ

კვების ძირითადი წესები ლაქტაციის პერიოდში

კვება მშობიარობის შემდეგ

კვება მშობიარობის შემდეგ ლაქტაციის პერიოდში – ახალშობილის ნორმალური ზრდისა და განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია. 

ამიტომ შვილის დაბადების პირველი დღიდანვე ქალი ყურადღებას უნდა აქცევდეს თავის ყოველდღიურ რაციონს და იცავდეს სპეციალურ დიეტას. როგორც ცნობილია, სწორედ კვებაზეა დამოკიდებული დედის რძის ხარისხი და რაოდენობა. მეძუძური ქალის კვებაში აუცილებელი ნივთიერებების ბალანსი – ეს არის არა მარტო ბავშვის, არამედ თავად დედის ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ფაქტორიც, რომლის ორგანიზმსაც ასევე სჭირდება ვიტამინები, მიკროელემენტები და სხვა სასარგებლო ნაერთები.

მეძუძური დედის მენიუ უნდა შედგეს ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, რომელთა შორისაა:

  • რეგულარული კვება, განაწილებული სამ ძირითად კვებად და ორ სრულფასოვან წახემსებად;
  • შიმშილის თავიდან აცილება
  • საკვები უნდა შეიცავდეს ბავშვის და თავად ქალის ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის საჭირო სასარგებლო ნივთიერებებს;
  • უარი ალკოჰოლსა და კოფეინზე;
  • დაბალანსებული დიეტა;
  • სითხის მიღების ადეკვატური რეჟიმი, როდესაც ქალი უნდა იღებდეს მინიმუმ 1,6 ლიტრ სითხეს დღე ღამეში რძის ნორმალურად გამომუშავებისთვის;

რა საკვებს მივანიჭოთ უპირტესობა?

რა უნდა მიირთვათ მშობიარობის შემდეგმეძუძური დედის საკვები აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ პროდუქტებს:

  • ხორცსა და თევზს, ცხოველური ცილების შემცველ პროდუქტებს, ასევე, კარგად მოხარშულ ზღვის პროდუქტებს
  • თერმულად დამუშავებულ რძესა და რძის პროდუქტებს (კალციუმის წყარო)
  • ზღვის მარილს, გამდიდრებულის იოდით
  • კურდღლის ხორცს და ძროხის ღვიძლს, რომლებიც რკინის ბუნებრივ წყაროს წარმოადგენენ
  • ბურღულეულს, მათ შორის, წიწიბურას, ფეტვსა და შვრიას, რომლებიც ხელს უწყობენ საკვების მონელებას და ამდიდრებენ ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალური კომპლექსით
  • თხილეულს და ჩირს, ფეტვის ქატოსა და გოგრის თესლს
  • ჩაის, რომელიც ზრდის ლაქტაციას, კერძოდ, კვლიავის, კამის, ძირტკბილას, ასკილის და მელისას ჩაი

ძუძუთი კვების დროს მნიშვნელოვანია ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობით მიიღოს ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, მათ შორის, ომეგა 3 და ომეგა 6. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ბავშვის ნერვული სისტემის ნორმალურ განვითარებას და ხელს უწყობენ გულ სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების აღმოფხვრას როგორც დედის, ისე ბავშვის ორგანიზმში. ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები გვხვდება მცენარეულ ზეთში, თევზში, მზესუმზირასა და თხილეულში.

როგორ მოქმედებს Miofolic

მიოფოლიკი ზრდის ფერტილობას და ხელს უწყობს ჯანმრთელობას ორსულობის პერიოდში. გინეკოლოგების მიერ რეკომენდებულია მიოფოლიკის ჩართვა პოლიკისტოზის კომპლექსურ მკურნალობაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი ორსულობისთვის მომზადება?

ყველა ქალს სურს, გახდეს დედა, თავად განიცადოს პატარა საოცრების ცხრათვიანი სულმოუთქმელი ლოდინი, გადალახოს ახალშობილისთვის სახელის შერჩევის სირთულე და საკუთარი თავი მთლიანად მიუძღვნას მის აღზრდას. სწორედ ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ქალის სხეული მართლაც მზად არის ჩასახვისთვის, ნაყოფის მუცლადტარებისა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებისთვის.

ღირს თუ არა გახდომა

როგორ გავხდეთ მშობიარობის შემდეგ? ეს საკითხი ახალგაზრდა დედების ფორუმებზე დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საგანია. მართლაც, დიეტა მშობიარობის შემდეგ მეტად კალორიულია და, თითქოს ხელს არ უწყობს წონის შემცირებას, პირიქით, ასტიმულირებს ახალი ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, რძის გამომუშავებისთვის ქალის ორგანიზმს ყოვედღიურად 500 800 კკალ. ესაჭიროება. და თუ ამას დავუმატებთ ენერგიას, რომელიც იხარჯება ღამის საათებში ბავშვის გამოკვებაზე, განცდებზე, ხშირ სეირნობებზე ბავშვთან ერთად და ა.შ., გასაგები ხდება, რომ ახალგაზრდა დედას ლაქტაციის პერიოდში კვებასთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში სულაც არ ესაჭიროება საკუთარი თავის შეზღუდვა კვების თვალსაზრისით. საკმარისია, უბრალოდ სწორად კვება, და კილოგრამები თავად გაქრება, კვალსაც კი არ დატოვებს.

იყავით ჯანმრთელნი და ყოველთვის სწორად იკვებეთ!