მზადება ორსულობისთვის: შეიტყვეთ ყველა დეტალი | Miofolic

ორსულობისთვის მომზადება

რატომ არის მნიშვნელოვანი ორსულობისთვის მომზადება?

ორსულობისთვის მომზადება

გინეკოლოგები ამბობენ, რომ ორსულობა და მშობიარობა ქალის სხეულისთვის მართალია დადებითი, მაგრამ მაინც სტრესია.

ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩასახვის მომენტში პირდაპირ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ბავშვზე, არამედ ორსულობასა და მშობიარობაზე. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ქალის სხეული მართლაც მზად არის ჩასახვისთვის, მუცლადტარებისა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებისთვის. ბევრი სირთულე შეიძლება აიცილოთ თავიდან, თუ წინასწარ მოემზადებით ორსულობისთვის.

როგორ მოქმედებს Miofolic

მიოფოლიკი – ინოვაციური კომპლექსი ქალის რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად და ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებისთვის როგორც ორსულობისთვის მზადების ყველა ეტაპზე, ასევე, შემდგომ მისი ჯანმრთელად მიმდინარეობისთვის.

როდის არის უმჯობესი ორსულობის დაგეგმვა?

სპეციალისტების აზრით, პირველი ბავშვის გაჩენისთვის საუკეთესო ასაკი ფიზიოლოგიის თვალსაზრისით 21 26 წელია. ამ ასაკისთვის ქალის ორგანიზმი უკვე ჩამოყალიბებულია, ჰორმონალური ფონი სტაბილურია, სახსრებისა და მყესების ქსოვილები ელასტიურია და მნიშვნელოვანი დატვირთვის გადატანა ადვილად შეუძლია: ეს ყველაფერი ხელს უწყობს უსაფრთხო ორსულობას. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ასაკთან ერთად ორივე პარტნიორის ფერტილობა ქვეითდება და გართულებების რისკი იზრდება.

ორსულობისთვის მომზადება

სტატისტიკის მიხედვით ქალების მხოლოდ 20% გეგმავს ორსულობას. მაგრამ ხშირად ჩნდება კითხვა: როგორ და რამდენი თვით ადრე უნდა დავიწყოთ ჩასახვისთვის მზადება, რომ ორსულობა წარმატებული იყოს?

ყველა ქალს სურს ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა, მაგრამ მხოლოდ სურვილი ხშირად საკმარისი არ არის. იმისათვის, რომ ორსულობა ნორმალურად წარიმართოს და ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს, აუცილებელია, ჩასახვამდე 3 თვით ადრე დაიწყოს მომზადება ორსულობისთვის.

როგორ მოვიქცეთ, როცა წერო არ ჩქარობს?

ბევრი წყვილი ოცნებობს ბავშვზე, მაგრამ ზოგჯერ ხდება, რომ დიდი ხნის ნანატრი ორსულობა არ დგება. როგორ მოვიქცეთ, თუ წეროს არ სურს ჩვენს სახლში შემოფრენა?

როგორ დავიწყოთ მომზადება?

მწეველი ქალის დაორსულების შანსი 3 ჯერ ნაკლებია არამწეველი ქალის შანსებთან შედარებით. და ეს იმიტომ, რომ ნიკოტინი უარყოფითად მოქმედებს მთელი ორგანიზმის სისხლძარღვოვან სისტემაზე, მათ შორის, ფალოპის (საშვილოსნოს) მილების სისხლძარღვებზე, და შეიძლება გამოიწვიოს მათი ელასტიურობის დაკარგვა და სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევა. შედეგად, ფალოპის მილების შიდა ეპითელიუმის მობილურობა მცირდება და მომწიფებული კვერცხუჯრედის გადაადგილება სპერმატოზოიდისკენ ნელდება, რაც უშუალოდ მოქმედებს ჩასახვის შესაძლებლობაზე.

გარდა ამისა, მოწევა (მათ შორის, „პასიური“) და ალკოჰოლის მოხმარება ორსულობის პერიოდში ხშირად იწვევს მცირეწონიანი ბავშვის დაბადებას, ზრდის მუცლის მოშლის რისკს, იწვევს თანდაყოლილ პათოლოგიებს, ცუდად მოქმედებს ბავშვის გონებრივ შესაძლებლობასა და ქცევაზე.

ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქალმა მინიმუმ 3 თვით ადრე უარი თქვას მავნე ჩვევებზე, და მაშინ დაორსულების შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ორსულობისთვის მომზადება, 1

დაგეგმილ ორსულობამდე 3 თვით ადრე საჭიროა ფოლიუმის მჟავას მიღების დაწყება. ორსულობის დაგეგმვისას ფოლიუმის მჟავას მიღება საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული ნაყოფის ნერვული მილის დეფექტები, ზედა ტუჩისა და სასის გაპობა, გულის მანკი, კიდურებისა და შარდსადენი ორგანოების ანომალიები. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ნაყოფის ზრდის დარღვევების თავიდან აცილებას და ამცირებს მცირეწონიანი ბავშვის დაბადების რისკს. ორსულობისთვის მზადების პერიოდში ქალის ორგანიზმის ყოველდღიური მოთხოვნილება ფოლიუმის მჟავაზე შეადგენს 400 მკგ. მისი მიღება შესაძლებელია Miofolic სახით 2 პაკეტის ოდენობით დღეში.

როგორ მოვამზადოთ საკუთარი ორგანიზმი?

ნაყოფის ფორმირების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი 2 8 კვირაა, როდესაც ჩამოყალიბებას იწყებს ბავშვის შინაგანი ორგანოები, ამიტომ, იმისათვის რომ ბავშვის საშვილოსნოსშიდა განვითარებას რაიმე ზიანი არ მიადგეს, ჯერ კიდევ სავარაუდო ჩასახვამდე უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმი გირჩევთ, თუ რა უნდა გააკეთოთ, ან რა უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესში ისე, რომ ორსულობა დადგეს და წარმატებით წარიმართოს.

ორსულობამდე ძალიან მნიშვნელოვანია ანალიზის ჩატარება –ინფექციების ანტისხეულების არსებობაზე, რადგან მათ შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ბავშვის საშვილოსნოსშიდა განვითარებას და გამოიწვიონ სიკვდილიც კი.

ორსულობის დროს, ზოგადად, არასასურველია ინფექციური დაავადებების მქონე ადამიანებთან კონტაქტი.

მომავალი დედის წონა

ჯერ კიდევ ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე აუცილებელია წონის ნორმაში მოყვანა.

ქალებში, რომელთა წონა ნორმაზე ნაკლებია, ფერტილობის პრობლემები ვლინდება. ცხიმოვანი ფენის სიმცირის გამო ირღვევა ჰორმონების გამომუშავება, კერძოდ, მცირდება ესტროგენის დონე, რაც იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას და წარმოადგენს უშვილობის ერთ–ერთ მზეზს.

ასევე, ჭარბ წონას ხშირად ახლავს თან ჰორმონალური დისბალანსი, რომელიც ჩასახვის სირთულეებს იწვევს, შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების ცუდი მგრძნობელობა ინსულინის მიმართ და განვითარდეს მეტაბოლური სინდრომი. იმის გათვალისწინებით, რომ ორსულობის პერიოდში ქალი წონაში იმატებს 8 დან 15 კგ მდე, ჭარბი წონა წარმოადგენს დამატებით დატვირთვას ქვედა კიდურების სახსრებისა და ხერხემლისთვის.

თუ თქვენ გაქვთ ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემები, წონის კლება უნდა დაიწყოთ თანდათან, არაუმეტეს 500 გ კვირაში, ვინაიდან წონის მკვეთრმა კლებამ შესაძლოა გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან ამენორეა (მენსტრუაციის არქონა).

ამაში დაგეხმარებათ რეგულარული ფიზიკური ვარჯიში და ჯანსაღი კვება, და თქვენი სხეული იქნება არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ჯანმრთელი. არ არის აუცილებელი, დაუყოვნებლივ დარბაზში ჩაეწეროთ, შეგიძლიათ დაიწყოთ მცირედით, დაიწყეთ ფეხით ან ველოსიპეტით სეირნობიდან.

როგორ ვიკვებოთ, როდესაც ვგეგმავთ ორსულობას

ორსულობისთვის მომზადება, 2

კვება ორსულობის დაგეგმვის დროს პირდაპირ აისახება ორივე პარტნიორის ფერტილობაზე. რეკომენდებულია რაციონიდან ამოიღოთ ტკბილეული, ცომეული, სწრაფი კვების პროდუქტები, ალკოჰოლი, შეამციროთ კოფეინი და მიიღოთ მეტი ბოსტნეული, ხილი, მწვანილი და რძის პროდუქტები.

ნუ დაგავიწყდებათ ვიტამინები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამ კომპონენტს-კალციუმს, რკინას და ვიტამინ B9 ს (ფოლიუმის მჟავას). ჩასახვამდე ფოლიუმის მჟავას ყოველდღიური რეკომენდებული ნორმა შეადგენს 400 მკგ, რათა შემცირდეს ნაყოფის ნერვული მილის დეფექტის განვითარების რისკი. ფოლიუმის მჟავა გვხვდება მწვანე პროდუქტებში (მწვანე ხახვი, ისპანახი, ოხრახუში, სალათის ფოთოლი და ა.შ.), პარკოსნებში (ლობიო, ოსპი), უხეშად დაფქვილ მარცვლეულში, ჭარხალში და სტაფილოში.

საკვებ პროდუქტებში ფოლიუმის მჟავა წარმოდგენილია ბიოლოგიურად არააქტიური ფორმით, რომელსაც ორგანიზმი პირდაპირ ვერ ითვისებს. მისი მეტაბოლიზმისთვის აუცილებელია სპეციალური ფერმენტი – მეთილტეტრაჰიდროფოლატის რედუქტაზა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ადამიანების 30 40% აქვს გენური მუტაცია (C677T პოლიმორფიზმი), რის გამოც ორგანიზმს არ აქვს უნარი საკვებიდან აითვისოს და გარდაქმნას ფოლიუმის მჟავა. სწორედ ამიტომ, თქვენ დამატებით უნდა მიიღოთ ფოლიუმის მჟავა, სასურველია აქტიური ფორმით, რომელიც მზადაა ორგანიზმის მიერ ასათვისებლად. სწორედ ამ ფორმით შეიცავს ფოლიუმის მჟავას ინოვაციური კომპლექსი  Miofolic. ორსულობისთვის მომზადების პერიოდში ქალის ორგანიზმის ყოველდღიური მოთხოვნილება ფოლიუმის მჟავაზე შეადგენს 400 მკგ. მისი მიღება შესაძლებელია Miofolic სახით – 2 პაკეტის ოდენობით დღეში.

სასარგებლო რჩევები

  • ჩასახვის შანსების გასაზრდელად და ორსულობის ჯანმრთელად მიმდინარეობისთვის, თავი აარიდეთ სტრესს, გადაღლას და მძიმე ფიზიკურ შრომას
  • მიიღეთ Miofolic 2 პაკეტის ოდენობით დღეში ქალის რეპროდუქციული ფუნქციის გაუმჯობესებისა და ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებისთვის ორსულობისთვის მომზადების ყველა ეტაპზე და შემდგომ მისი ჯანმრთელად მიმდინარეობისთვის
  • თუ თქვენ გყავთ შინაური ცხოველი – მასაც უნდა აუღოთ ანალიზი ტოქსოპლაზმოზზე, რადგან თუ თქვენ თავად უვლით კატას, არსებობს რისკი, რომ მისგან გადაგედოთ ეს დაავადება