რა არის Miofolic? რა კომპონენტები შედის Miofolic შედგენილობაში?

რა არის Miofolic

მენსტრუალური ციკლის დარღვევების კორექცია ჰორმონშემცველი პრეპარატებით ყოველთვის მოსახერხებელი და სასურველი როდია ქალისთვის, ამიტომ ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად გამოიყენება სპეციალური არაჰორმონალური საშუალებები, მაგალითად, როგორიცაა Miofolic.

Miofolic – ინოვაციური კომპლექსი ქალის რეპროდუქციული ფუნქციის გაუმჯობესებისა და ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებისთვის როგორც ორსულობისთვის მზადების ყველა ეტაპზე, ასევე, შემდგომ ორსულობის ჯანმრთელად მიმდინარეობისთვის. Miofolic ასევე გამოიყენება პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის კორექციისთვის, ინსულინის მიმართ მგრძნობელობის აღსადგენად, ასევე, შფოთვითი დარღვევების კუპირებისთვის. Miofolic შედგენილობაში შედის მიო ინოზიტოლი, მე 4 თაობის ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12.

Miofolic მოქმედებს რა დადებითად ზოგადად მთელს ორგანიზმზე, გააჩნია მოქმედების ფართო პოტენციალი.

როგორ მოქმედებს Miofolic

რა არის Miofolicმიო ინოზიტოლი

მიო ინოზიტოლის მოქმედების მექანიზმი დადასტურებულია კლინიკური კვლევებით დიდი რაოდენობის ქალების მონაწილეობით. მიო ინოზიტოლის გამოყენების შედეგად ორგანიზმში ნორმალიზდება მიმოცვლის პროცესები (ქვეითდება ინსულინის მიმართ რეზისტენტობა და კომპენსატორული ჰიპერინსულინემია), რასაც მივყავართ ნორმალური ჰორმონალური პარამეტრების აღდგენამდე, და შედეგად ხდება:

  • ოვულაციის განახლება
  • მენსტრუაციის აღდგენა

ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, მიო ინოზიტოლის მიღებისას არ ვლინდება არანაირი გვერდითი ეფექტი და ის კარგად გადაიტანება.

მიოფოლიკი ზრდის ფერტილობას და ხელს უწყობს ჯანმრთელობას ორსულობის პერიოდში. გინეკოლოგების მიერ რეკომენდებულია მიოფოლიკის ჩართვა პოლიკისტოზის კომპლექსურ მკურნალობაში.

რა არის Miofolic, 1მე 4 თაობის ფოლიუმის მჟავა

მე 4 თაობის ფოლიუმის მჟავა კარგად იხსნება წყალში, რისი წყალობითაც კარგად აბსორბირდება და შეიწოვება ორგანიზმის მიერ.

ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს ახალი უჯრედების, მათ შორის, ოოციტების წარმოქმნაში და ამიტომ ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებისათვის. როცა ფოლიუმის მჟავა ორგანიზმში საკმარისია, მნიშვნელოვნად იზრდება კვერცხუჯრედების რაოდენობა და მცირდება ჰომოცისტეინის დონე ფოლიკულურ სითხეში (ჰომოცისტეინის მომატებული დონესთან ასოცირდება ხშირი მუცლის მოშლა). ორსულობის მოსამზადებელ პერიოდში და მისი მიმდინარეობისას ორგანიზმის მოთხოვნილება ფოლიუმის მჟავაზე იზრდება. ორსულობის დაგეგმვისას ფოლიუმის მჟავას მიღება საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული ნაყოფის ნერვული მილის დეფექტები, ზედა ტუჩის და სასის გაპობა, გულის მანკი, კიდურებისა და შარდსადენი ორგანოების ანომალიები. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ნაყოფის ზრდის დარღვევების თავიდან აცილებას და ამცირებს მცირეწონიანი ბავშვის დაბადების რისკს.

ზრდასრული ადამიანის მოთხოვნილება დღეღამეში შეადგენს 400 მკგ ფოლიუმის მჟავას.

ზრდასრული ადამიანის ორგანზმი დამატებითი მეტაბოლიზმის გარეშე ფოლიუმის მჟავას საჭირო რაოდენობას ითვისებს მხოლოდ ბიოლოგიურად აქტიური ფორმის სახით. კომპლექს Miofolic, — შემავალი მე 4 თაობის ფოლიუმის მჟავა არის ის, რაც ესაჭიროება ქალის ორგანიზმს ორულობის დაგეგმვის და ორსულობის ადრეულ ეტაპზე. Miofolic რეკომენდებული სადღეღამისო დოზა (400 მკგ) შეადგენს 2 პაკეტს დღეში.

რა არის Miofolic, 2
მოსახღობის 30-40%-ს აჭვს.
C6771 პოლიმოჩფიზმი

Miofolic უპირატესობა

მიოფოლიკი რეკომენდებული დოზა – 2 პაკეტი დღეში უზრუნველყოფს 400 მკგ მე 4 თაობის ფოლიუმის მჟავას, 4 გ მიო ინოზიტოლის და 10 მკგ ვიტამინი В12 ის მიწოდებას ორგანიზმისთვის.

რა არის Miofolic, 3ვიტამინი B12

ვიტამინი B12 აუცილებელია ორგანიზმის მიერ ფოლიუმის მჟავას უკეთ ათვისებისთვის. გარდა ამისა, ვიტამინი B12 აძლიერებს და ავსებს ფოლიუმის მჟავას მოქმედებას და ამიტომ რეკომენდებულია მათი ერთად მიღება.

ვიტამინი B12 პასუხისმგებელია იმუნური სისტემის გაუმჯობესებაზე, ხელს უწყობს სათანადო ენერგომიმოცვლას, ხელს უშლის ანემიის განვითარებას, მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ფუნქციის რეგულირებისთვის, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლწარმომქმნელი ორგანოების ფუნქციის რეგულირებაში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის გაჯანსაღებას, მაგალითად, გავლენას ახდენს კონცენტრაციასა და მეხსიერებაზე, ამცირებს გაღიზიანებას.