კვება საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს: ძირითადი პრინციპები და წესები

კვება პოლიკისტოზის დროს

საკვერცხეების პოლიკისტოზი ქალის რეპროდუქციული ორგანოების ერთ–ერთი სერიოზული დაავადებაა, რომლის გენეზისი ნორმალური ჰორმონალური ფონის დარღვევაში იმალება. ეს დაავადება უარყოფითად მოქმედებს მშვენიერი სქესის არა მხოლოდ რეპროდუქციულ ფუნქციებზე, არამედ მთლიანად ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. მეცნიერების მიერ დადასტურებულია, რომ სწორედ პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის და ქრონიკული პანკრეატიტის განვითარების რისკ–ფაქტორს, რადგან მას შეუძლია კუჭქვეშა ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემების პროვოცირება.

კვება პოლიკისტოზის დროს – ამ სინდრომის მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ეფუძნება ცილოვანი და ნახშიწყლოვანი პროდუქტების თანაბარზომიერ მოხმარებას. კვების ასეთი რაციონი ეხმარება პაციენტს განთავისუფლდეს ზედმეტი კილოგრამებისგან, მოიწესრიგოს ნივთიერებათა ცვლა და აღმოფხვრას ჰორმონალური დისფუნქცია.

როგორ მოქმედებს Miofolic

დიეტის ძირითადი პრინციპები

დიეტა პოლიკისტოზის დროს გარკვეულწილად განსხვავდება წონის შემცირებისკენ მიმართული კვების კარგად ნაცნობი სქემების უმეტესობისგან. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე პაციენტებს უნდა ესმოდეთ, რომ შიმშილი და კალორიების მკაცრი თვლა არ არის დიეტის მათი ვარიანტი. ეს დაავადება საჭიროებს დაბალანსებულ და სრულფასოვან კვებას, რომელიც უნდა დაიყოს საკვების რამდენიმე მიღებად (5 დან 6 მდე). ბუნებრივია, ულუფები უნდა იყოს პატარა, ხოლო ინტერვალი ულუფების მიღებას შორის არანაკლებ ორი საათი.

მსოფლიოს წამყვანი დიეტოლოგები პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებს კვების რეჟიმის შემდეგ ვარიანტს სთავაზობენ:

  • საუზმე უნდა მიირთვათ გაღვიძებიდან მხოლოდ ერთ საათში
  • შუადღემდე მსუბუქად უნდა წაიხემსოთ
  • სადილი უნდა იყოს მსუყე, მაგრამ არა ზომაზე მეტი
  • იგივე წესი ეხება წახემსებას სადილსა და ვახშამს შორის
  • შედარებით მსუბუქი ვახშამი. შეგიძლიათ უპირატესობა მიანიჭოთ ცილოვან კერძებს (ხორცი, თევზი ან ხაჭო)
  • ძილის წინ უნდა წაიხემსოთ ერთი საათით ადრე, რათა შიმშილის გრძნობა გაქრეს

საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს ყოველდღიური კვების რაციონი გათვლილი უნდა იყოს 170 1900 კკალ ზე დღე ღამეში. გარდა ამისა, ყოველდღიური რაციონი უხვად უნდა შეიცავდეს სასმელს, და უმჯობესია, თუ ეს იქნება ჩირის კომპოტი, მწვანე ჩაი, კენკრის ნაყენი. რეკომენდებულია ხშირად და მცირე ულუფებად კვება. წახემსება სასურველია დაბალკალორიული ხილით, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს ვიტამინებისა და მიკროელემენტების მნიშვნელვან წყაროს.

მიოფოლიკი ზრდის ფერტილობას და ხელს უწყობს ჯანმრთელობას ორსულობის პერიოდში. გინეკოლოგების მიერ რეკომენდებულია მიოფოლიკის ჩართვა პოლიკისტოზის კომპლექსურ მკურნალობაში.

ყოველდღიური მენიუს შედგენის წესი

ყოველდღიური მენიუს შესადგენად დაგვჭირდება სხვადასხვა პროდუქტების გლიკემიური ინდექსის ცხრილი. საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს წონის შემცირება უნდა მოხდეს 50 მდე გლიკემიური ინდექსის მქონე ინგრადიენტებით მომზადებული კერძების ხარჯზე, 70 ზე მაღალი ინდექსის მქონე ინგრადიენტები დიდი ხნით უნდა დავივიწყოთ.

დიეტურ მენიუში პოლიკისტოზის დროს ჩართული უნდა იყოს შემდეგი პროდუქტები:

  • დაბალცხიმიანი ხაჭო და რძის სხვა პროდუქტები
  • უცხიმო ხორცი და თევზი
  • კვერცხი
  • მწვანილი, კერძოდ, ნიახური, მწვანე ხახვი, კამა
  • ბოსტნეული (პომიდორი, კიტრი, სტაფილო, სატაცური, ბროკოლი)
  • სოიოს პროდუქტი
  • ხილი (ფორთოხალი, ვაშლი, მსხალი)
  • კენკრა, განსაკუთრებით მარწყვი, შავი მოცხარი და ჟოლო
  • ბრინჯი და წიწიბურა

საკვერცხეების პოლიკისტოზის მკურნალობის დროს დროებით უნდა დავივიწყოთ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა:

  • სხვადასხვა ტკბილეული, ნამცხვრები, ტორტი, კანფეტები და რძიანი შოკოლადი
  • თაფლი და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტები
  • კარტოფილი
  • საზამთრო
  • ფეტვის და მანანის ბურღული

პროდუქტების შემოთავაზებული სია ითვალისწინებს ინსულინის გამომუშავების სიჩქარეს. სწორედ ეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება რეაგირებს რა სისხლში გლუკოზის მატებაზე, იწყებს ანდროგენების სინთეზს, რაც საკვერცხეების პოლიკისტოზური დაზიანებისა და ანოვულატოული ციკლის საკვანძო ფაქტორია. საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს ქალის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზაციას და მეტაბოლიზმს, ასევე, ჭარბი წონის გაკონტროლებას ხელს უწყობს Miofolic ყოველდღიური მიღება დღეში 2 პაკეტის ოდენობით.

რატომ არის მნიშვნელოვანი ორსულობისთვის მომზადება?

ყველა ქალს სურს, გახდეს დედა, თავად განიცადოს პატარა საოცრების ცხრათვიანი სულმოუთქმელი ლოდინი, გადალახოს ახალშობილისთვის სახელის შერჩევის სირთულე და საკუთარი თავი მთლიანად მიუძღვნას მის აღზრდას. სწორედ ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ქალის სხეული მართლაც მზად არის ჩასახვისთვის, ნაყოფის მუცლადტარებისა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებისთვის.