პოლიკისტოზის სამკურნალო ერთი საერთო წამალი არ არსებობს, მაგრამ სიმპტომების ეფექტური მართვა მიიღწევა ცხოვრების წესის შეცვლით, მედიკამენტების მიღებით, ასევე, სპეციალური საშუალებების, მაგალითად, Miofolic გამოყენებით.
ერთ-ერთი უმარტივესი გზა წონის კონტროლია. ჩვენ კარგად გვესმის, წონის შემცირება შესაძლოა ძალზე რთული ამოცანა იყოს, მაგრამ წონის კორექციის ეტაპი განუყოფელი ნაწილია პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მკურნალობის სქემაში. ასევეთივე დიდი როლი ენიჭება პოლიკისტოზის მკურნალობაში კვებას.
თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატები აკნეს, ჭარბთმიანობის წინააღმდეგ და მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებისთვის. თუ თქვენ ორსულობას გეგმავთ, შეიძლება დაგჭირდეთ უშვილობის მკურნალობა და დამატებითი მხარდაჭერა. ყველა ამ საკითხში თქვენი ექიმი დაგეხმარებათ.
მეან გინეკოლოგთა საერთაშორისო ფედერაცია (FIGO) ქალებს ურჩევს ნებისმიერ შემთხვევაში, როცა საკითხი ეხება მენსტრუალური ციკლის პრობლემებს, უშვილობას ან ანდროგენების სიჭარბის ნიშნებს (გამონაყარი და ჭარბთმიანობა), აუცილებლად მიმართონ ექიმს.
ცვლილებების ნაადრევად გამოვლენა და დროული კორექცია ამცირებს შესაძლო გართულებების რაოდენობას, განსაკუთრებით, შაქრიანი დიაბეტისა და გულის პათოლოგიების სიხშირეს.
დადასტურებულია, პოლიკისტოზური სინდრომის მქონე ქალებს წინადიაბეტურ მდგომარეობაში Miofolic მკურნალობისას უწესრიგდებათ ჰორმონების დონე, მცირდება აკნე და ჭარბთმიანობა, აღდგება და ნორმალიზდება მენსტრუალური ციკლი და რეგულირდება არტერიული წნევა.
ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ვლინდება ორსულობის პერიოდში მისი გამოყენებისას
პოლიკისტოზის მქონე ორსულ ქალებში მიოფოლიკი აქვეითებს სხეულის მასის ინდექსს, გესტაციის ვადა ნორმალიზდება 39,3 კვირამდე და მცირდება დიაბეტის განვითარების სიხშირე. მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ მიოფოლიკის მიღებისას რეკომენდებული დოზით (2 პაკეტი დღეში) გვერდითი ეფექტები არ ვლინდება. ძირითადი უპირატესობები ნაჩვენებია აქ.