Miofolic ჭარბთმიანობის წინააღმდეგ
6 თვის განმავლობაში Miofolic მიღების შედეგად ქალების 1/3 სრულიად განთავისუფლდა ჰირსუტიზმისგან, 2/3 ს აღენიშნა მნიშვნელოვანი გაუმჯბესება
ჭარბთმიანობა, მაგალითად, სახეზე, მკერდსა და დუნდულებზე (ჰირსუტიზმი) პოლიკისტოზის მქონე ქალების 70% ში ვლინდება. ეს გამოწვეულია მამაკაცის ჰორმონების (ანდროგენების) სიჭარბით და მისგან თავის დაღწევა შესაძლებელია Miofolic გამოყენებით.
რეკომენდებულია დღეში 2 პაკეტის მიღება 6 თვის განმავლობაში.
მოდით, გავერკვეთ, რა არის ჰირსუტიზმი (არასასურველი თმის ზრდა)?
ჰირსუტიზმი – ეს არის უხეში და მუქი (ტერმინალური) თმის ზრდა ქალის სხეულზე იქ, სადაც, ჩვეულებისამებრ, თმა არ იზრდება – პირველ რიგში, სახეზე, მკერდსა და მუცელზე.
ის მიეკუთვნება ენდოკრინული სისტემის დაავადებების რიცხვს, რომლის დროსაც ქალის ორგანიზმში სწრაფად იზრდება მამაკაცის სასქესო ჰორმონების კონცენტრაცია. ქალებისთვის, როგორც წესი, დამახასიათებელია ანდროგენების მინიმალური დონე, მაგრამ ეს მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ქალის ორგანიზმში ანდროგენების სიჭარბე ხელს უწყობს თმის ფოლიკულების სტიმულირებას, რაც, თავის მხრივ, იწვევს ჭარბთმიანობას.
ჰირსუტიზმის დიაგნოზის მქონე ქალები უჩივიან გათმიანების ინტენსიურ ტემპს. თმის ღერები იმ თმის მსგავსია, რომელიც იღლიასა და ბოქვენის ზონაში იზრდება.
ჭარბთმიანობა შესაძლოა გამოვლინდეს:
- ზედა ტუჩის თვაზე,
- მკერდზე,
- ზურგსა და მუცელზე,
ეს დაავადება ზრდასრულ ასაკში ვითარდება.
ანდროგენების ჭარბად პროდუცირება შემდეგ შემთხვევებში მიმდინარეობს:
- პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS), ქრონიკული ანოვულაცია, ჰიპოთალამური ამენორეა და სხვა.
კვლევების თანახმად, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი ჰირსუტიზმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ქალების 70% ში. ჰირსუტიზმის აღმოსაფხვრელად რეკომენდებულია Miofolic მიღება დღეში 2 პაკეტის ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
- თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა მისი ქერქის თანდაყოლილი ან შეძენილი ჰიპერპლაზიისას, თირკმელზედა სიმსივნეები და სხვა.
ამ შემთხვევაში ჰირსუტიზმი შეიძლება განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ სტეროიდული ჰორმონების, მათ შორის, ანდროგენების, ჭარბად გამომუშავების გამო.
მეცნიერები, ასევე, გამოარჩევენ გენეტიკურ ჰირსუტიზმს, რომელიც გენეტიკური და ქრომოსომული თავისებურებების შედეგად ვლინდება. ის თავს იჩენს თაობიდან თაობაში და თუ ის თქვენს დედას ან დას გამოუვლინდა, სავარაუდოა, რომ თქვენც მიდრეკილი ხართ ჭარბთმიანობისკენ.
ჭარბი წონის პრობლემა
პოლიკისტოზის მქონე ქალების დაახლოებით 50% ს აქვს მეტაბოლური სინდრომი …