Miofolic უპირატესობა | დადასტურებული ეფექტურობა

მიოფოლიკი უპირატესობა

ხასიათდება კარგი ამტანობით

მიო ინოზიტოლი სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში (თირკმელებში) დღეში რამდენიმე გრამის ოდენობით. ზოგიერთ გარემოებებში მიო ინოზიტოლის სინთეზი და მეტაბოლიზმი ირღვევა და ამ დროს რეკომენდებულია მისი დამატებით მიღება.

ჩატარდა კვლევები დაახლოებით 600 ქალის მონაწილეობით, რომლებიც ყოველდღიურად იღებდნენ 2 გ ან 4 გ მიო ინოზიტოლს. კვლევის შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ მიო ინოზიტოლის მიღებისას არ ვლინდება გვერდითი ეფექტი.

გვერდითი ეფექტი მხოლოდ ძალიან მაღალი დოზის (12 გ ზე მეტი) მიღებისას გამოვლინდა. ეს იყო ზომიერად გამოხატული ნიშნები კუჭ-ნაწლავის მხრივ, როგორიცაა გულისრევა, შებერილობა და დიარეა.

როგორ მოქმედებს Miofolic

მიოფოლიკი ზრდის ფერტილობას

  • მიოფოლიკი ეფექტურია ინსულინის მიმართ რეზისტენტობისა და პოლიკისტოზის მქონე ქალებში, ზრდის შობადობის კოეფიციენტს. პრეპარატის აქტიური კომპონენტები აუცილებელია საკვერცხეების ჰარმონიული ფუნქციონირების, ოოციტებისა და ემბრიონების საერთო ხარისხისთვის
  • მიოფოლიკი ხელს უწყობს უჯრედების განვითარებას და ორგანოების ფორმირებას ნაყოფის საშვილოსნოშიდა განვითარების ეტაპზე და ახალშობილის სიცოცხლის პირველ თვეებში

მიოფოლიკი შემადენლობაში შემავალი მიო ინოზიტოლი ორგნიზმისთვის ბუნებრივი ნივთიერებაა. იგი ხელს უწყობს ჰორმონალურ ბალანსს, აკონტროლებს საკვერცხეების ფუნქციას, კვერცხუჯრედის ხარისხს და მენსტრუალური ციკლის რეგულარობას

  • პრეპარატი ზრდის უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. Miofolic პერორალურად მიღება ხელს უწყობს ჩონჩხის კუნთების მიერ გლუკოზის ათვისებას და ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. ეს ხელს უშლის გესტაციური შაქრიანი დიაბეტის განვითარებას, განსაკუთრებით ჭარბი წონის ქალებში
  • მიოფოლიკი ურ გამოვლინებებს
  • მიოფოლიკი ხელს უწყობს პოლიკისტოზის მქონე ქალებში მეტაბოლური სინდრომის თავიდან აცილებას. კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მიო ინოზიტოლი ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (HDL) („კარგი“ ქოლესტერინის) დონეს და ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL) („ცუდი“ ქოლესტერინის) დონეს, ასევე, ამცირებს ტრიგლიცერიდების დონეს, არეგულირებს არტერიულ წნევას
  • მიოფოლიკი ებრძვის გულის პათოლოგიებს. დადასტურებულია, რომ მიო ინოზიტოლის დამატებით მიღება მეტაბოლური სინდრომის მქონე პაციენტებში ამცირებს გულის დაავადებების რისკ ფაქტორებს (არტერიული წნევას, ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს)

მიოფოლიკი ზრდის ფერტილობას და ხელს უწყობს ჯანმრთელობას ორსულობის პერიოდში. გინეკოლოგების მიერ რეკომენდებულია მიოფოლიკის ჩართვა პოლიკისტოზის კომპლექსურ მკურნალობაში.

მიოფოლიკი მიღების მთავარი ბიოქიმიური და კლინიკური სარგებელი

  • არეგულირებს არტერიული წნევას
  • ხელს უწყობს ტრიგლიცერიდების და საერთო ქოლესტერინის დონის შემცირებას სისხლში
  • ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას (ზრდის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ)
  • ამცირებს ტესტოსტერონის საერთო დონეს
  • ზრდის პროჰესტერონის დონეს
  • ზრდის ოვულატორული ციკლების რაოდენობას
  • ამცირებს ჰირსუტიზმს და აკნეს სიმძიმეს

რა არის მიოფოლიკი

მიოფოლიკი — ინოვაციური კომპლექსი ქალის რეპროდუქციული ფუნქციის გაუმჯობესებისთვის, ჰორმონების ნორმალური ბალანსის შენარჩუნებისა და სხეულის გაძლიერებისთვის.

მიოფოლიკი გამოყენების უპირატესობები
დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებში

  • საშუალებას იძლევა შემცირდეს გონადოტროპინების საერთო დოზა (საკვერცხეების მასტიმულირებელი ჰორმონები)
  • სტიმულაციის დროს ზრდის 15 მმ დამეტრის ოოციტების რაოდენობას, მნიშვნელოვნად მცირდება მოუმწიფელი ოოციტების რაოდენობა

მიოფოლიკი უპირატესობა ორსულობის დროს

  • ამცირებს გესტაციური შაქრიანი დიაბეტის სიხშირეს
  • ამცირებს პრეეკლამპსიის რისკს (ორსულობის გართულებები, რომლებსაც ადგილი აქვს მე-2–3 ტრიმესტრში)
  • ნორმაში მოჰყავს გესტაციის ვადა – 39,3 კვირამდე 37,2 ის წინააღმდეგ საკონტროლო ჯგუფში
  • ამცირებს ნაყოფის ნერვული მილის შესაძლო დეფექტების განვითარების რისკს