აკნე და პრობლემური კანი პოლიკისტოზის დროს

აკნე და პრობლემური კანი

მიოფოლიკი აკნესთან ეფექტურად გამკლავებისთვის

აკნე და პრობლემური კანი
აკნე და პრობლემური კანი, 1
53

50% ზე მეტი ქალი განთავისუფლდა აკნესგან მიოფოლიკით 6 თვიანი მკურნალობის შედეგად.

აკნე და პრობლემური კანი: გამომწვევი მიზეზები და მოგვარების გზები

დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ პრობლემური კანი მოზარდების ხვედრია, მაგრამ რეალურად გაფართოებული ფორები, აქერცლილი კანი, კომედონები და შავი წერტილები გვხვდება 30+ ასაკის ქალებშიც. აკნე არა მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემაა, არამედ მას ახლავს ფსიქოლოგიური ფონი, რადგან პრობლემური კანის მქონე ადამიანები კომპლექსდებიან გარეგნობის გამო.

როგორ მოქმედებს Miofolic

მიოფოლიკი – ინოვაციური კომპლექსი ქალის რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად და ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებისთვის როგორც ორსულობისთვის მზადების ყველა ეტაპზე, ასევე, შემდგომ მისი ჯანმრთელად მიმდინარეობისთვის.

ფაქტორები, რომლებიც აუარესებენ კანის მდგომარეობას

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები
  • ღვიძლის და ნაწლავების დაავადებები
  • პარაზიტების არსებობა ორგანიზმში
  • არაჯანსაღი ცხოვრების წესი
  • სამკურნალო საშუალებების უკონტროლო მიღება
  • ჰორმონალური დისბალანსი (ტესტოსტერონის მომატებული დონე)
  • სტრესი და უძილობა
  • ცუდი ეკოლოგია

რა იწვევს კანის ანთებით პროცესს?

აკნეს მიზეზებს რომ მივაკვლიოთ, უნდა გავერკვეთ ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის „სქემაში“. ეს ჯირკვლები კანის ზედაპირთან ახლოს მდებარეობენ და მიმაგრებული არიან თმის ფოლიკულებთან, საიდანაც ამოდის თმის ღერი. ცხიმოვანი ჯირკვლები გამოიმუშავებენ კანის ცხიმს, რომელიც კანის დატენიანებას და კვებას უზრუნველყოფს. თუ ამ ცხიმის „წარმოება“ ჭარბია, მასში ერევა კანის მკვდარი უჯრედები, რამაც შეიძლება სადინარის დაცობა გამოიწვიოს. თუ ასეთი დაცობა მოხდება, კანზე „მშვიდ რეჟიმში“ მცხოვრები ბაქტერიები გადადიან გამრავლების რეჟიმში, შედეგად კი კანზე ჩნდება პაპულები, პუსტულები და აკნეს სხვა სახის გამოვლინებები.

ვინ არის სამიზნე?

ყველაზე ხშირად აკნე მოზარდებს უტევს: გოგონებში დაავადება 14-17 წლის ასაკში ვლინდება, ბიჭებში-16-19 წლის ასაკში. როგორც წესი, კანი ჯანმრთელ მდგომარეობას 20 წლის ასაკში უბრუნდება. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც აკნეთი ზრდასრული ადამიანები ავადდებიან: ქალების დაახლოებით 5% და მამაკაცების 1%. რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან გინეკოლოგიური დაავადებების (პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ჰორმონალური დარღვევები) მქონე ქალები. ასეთ შემთხვევაში ქალებისთვის რეკომენდებულია, პირველ რიგში, მიზეზის მკურნალობა და მხოლოდ ამის შემდეგ – შედეგის აღმოფხვრა. საკვერცხეების პოლიკისტოზისა და პრობლემური კანის კომპლექსურ მკურნალობაში კარგი შედეგი აჩვენა პრეპარატმა – მიოფოლიკი, რომელიც მიო ინოზიტოლის წყალობით ამცირებს ტესტოსტერონის დონეს სისხლში. გარდა ამისა, აკნე და პრობლემური კანი შეიძლება კონკრეტული სამკურნალო საშუალებების მოქმედების გვერდითი ეფექტიც იყოს.

მიოფოლიკი ამცირებს ანდროგენების დონეს, რაც ხელს უწყობს გამონაყარის გაქრობას. რეკომენდებულია დღეში 2 პაკეტის მიღება 6 თვის განმავლობაში.

კოსმეტოლოგიაში აკნე შეიძლება პირობითად დაიყოს სამ სტადიად: მსუბუქი (შავი და თეთრი ფერიმჭამელები სახეზე), ზომიერი (შავი და თეთრი ფერიმჭამელები, პაპულები და პუსტულები სახის გარდა ლოკალიზებულია ზურგსა და მხრებზე) და ძლიერი (პაპულებსა და პუსტულებთან ერთად შეინიშნება კვანძების და კისტების ფართო არეალზე გავრცელება).

არასასურველი თმის ზრდა

არასასურველი თმის ზრდა, მაგალითად, სახეზე, მკერდსა და დუნდულებზე (ჰირსუტიზმი) აზიანებს…

პრობლემური კანი: სად არის სიმართლე?

პრობლემური კანი ყოველთვის ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენს სხვადასხვაგვარი თეორიის წამოსაყენებლად:

  • აკნეს მკურნალობა შესაძლებელია დიეტით. რა თქმა უნდა, სწორ კვებას ჯერ არავისთვის მიუყენებია ზიანი, მაგრამ ეს ყოველთვის არ შეიძლება იყოს გადამწყვეტი ასპექტი ანთების მკურნალობაში;
  • ფორების დაბინძურება არასწორი ჰიგიენის შედეგია. სახის დაბანა დილით და საღამოს სავალდებულო რიტუალია, მაგრამ ვინაიდან აკნეს მაპროვოცირებელი პროცესები მიმდინარეობს კანის ქვეშ, ინტენსიური დაბანა არ წარმოადგენს პრობლემის კარდინალურ გადაწყვეტას;
  • გამოვადინოთ ყველაფერი! ბევრი ადამიანი, ვისაც აკნე აწუხებს, რეგულარულად ცდილობს მუწუკიდან შიგთავსის გამოდევნას იმ იმედით, რომ კანი სწრაფად გაიწმინდება. თუმცა, შედეგი, ჩვეულებისმაბრ, სწორედ რომ საპირისპიროა და შესაძლოა, ნაწიბურების და ლაქების გაჩენის მაპროვოცირებელი იყოს.

პრობლემური კანის მოვლა

  • შეარჩიეთ სპეციალური საშუალებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ კანის ზედაპირის ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნებას;
  • არ გააკეთოთ ეკონომია კოსმეტიკაზე და, სანამ ახალ საშუალებას გამოცდით, ყურადღებით შეისწავლეთ მისი შედგენილობა. ყველაზე ეფექტური აკნეს მქონე ადამიანებისთვის ხარისხიანი სააფთიაქო კოსმეტიკაა;
  • პრობლემის შესანიღბად არ გამოიყენოთ მაკიაჟის ფუნჯები და ღრუბლები: მათზე გადადის ბევრი ბაქტერია, რამაც შეიძლება მდგომარეობა დაამძიმოს;
  • არ დაგავიწყდეთ, დაინტერესდით საშუალებების SPF მახასიათებლით: მიუხედავად იმისა, რომ მზის სხივები გარკვეული დროის განმავლობაში დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება კანზე გაჩნდეს ანთების ახალი კერები;
  • მიმართეთ კვალიფიციურ დერმატოლოგს, რომელიც შეგირჩევთ აკნეს სამკურნალო პროგრამას. ნუ გაგიკვირდებათ, თუ იგი გაგაგზავნით გინეკოლოგთან – მაღალი ალბათობით პრობლემური კანის საკითხი შესაძლოა სწორედ მის კაბინეტში გადაწყდეს.

გახსოვდეთ, თვითმკურნალობა შეიძლება იყოს არა მხოლოდ არაეფექტური, არამედ სახიფათოც კი!