მე-4 თაობის ფოლიუმის მჟავა მიოფოლიკის შედგენილობაში

მე-4 თაობის ფოლიუმის მჟავას

ფოლატები, ფოლიუმის მჟავა და მე-4 თაობის ფოლიუმის მჟავა: რა განსხვავებაა მათ შორის?

ფოლატი (ვიტამინი B9) – მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია დნმ-ის სინთეზისათვის გარდა ამისა, ეს არის სუბსტრატი, აუცილებელი მთელი რიგი ფერმენტაციული რეაქციებისთვის, რომლებიც მიმდინარეობს ამინომჟავების სინთეზის და ვიტამინების მეტაბოლიზმის პროცესში. მოთხოვნილება ფოლატებზე ორსულობის დროს იზრდება, რადგან ისინი საჭიროა ნაყოფის ზრდა-განვითარებისთვის. ფოლატის დეფიციტს უკავშირდება დარღვევები როგორც დედის (ანემია, პერიფერიული ნევროპათია), ასევე ნაყოფის (განვითარების თანდაყოლილი ანომალიები) ორგანიზმში. ფოლატი ანუ ვიტამინი B9 მიიჩნევა 13 შეუცვლელ ვიტამინთაგან ერთ-ერთად. ფოლატების სინთეზი ორგანიზმში არ ხდება, ის უნდა მივიღოთ ან საკვებთან ერთად, ან დამატებითი სახით.

საკვები ფოლატები – წარმოდგენილია ნატურალურ საკვებ პროდუქტებში, მაგალითად, როგორიცაა მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, პარკოსნები, კვერცხის გული, ღვიძლი და ციტრუსები.

ფოლიუმის მჟავა – სინთეტური საკვები დანამატია, რომელსაც შეიცავს გამდიდრებული საკვები პროდუქტები და ვიტამინური პრეპარატები.

არც ფოლატი და არც ფოლიუმის მჟავა არ არის მეტაბოლურად აქტიური. უჯრედულ მეტაბოლიზმში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მათი გადასვლა აქტიურ ფორმაში -5-მეთილტეტრაჰიდროფოლატში.

5-მეთილტეტრაჰიდროფოლატი – არის მე-4 თაობის ფოლიუმის მჟავა, ფოლატის დომინირებული ფორმა. სწორედ ის ცირკულირებს სისხლის პლაზმაში და მონაწილეობს ბიოლოგიურ პროცესებში (მიოფოლიკის 1 პაკეტი შეიცავს 200 მკგ მე-4 თაობის ფოლიუმის მჟავას).

როგორ მოქმედებს Miofolic

მიოფოლიკი – ინოვაციური კომპლექსი ქალის რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად და ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებისთვის როგორც ორსულობისთვის მზადების ყველა ეტაპზე, ასევე, შემდგომ მისი ჯანმრთელად მიმდინარეობისთვის.

ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმი


საკვებსა და პრეპარატების უმეტესობაში წარმოდგენილია ფოლიუმის მჟავას ბიოლოგიურად არააქტიური ფორმა. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ფოლიუმის მჟავა ფერმენტის მეთილტეტრაჰიდროფოლატ რედუქტაზას (MTHFR) ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნება ფოლიუმის მჟავას აქტიურ ფორმად 5-მეთილტეტრაჰიდროფოლატად. სწორედ ეს აქტიური ფორმა შეიწოვება ორგანიზმის მიერ და მონაწილეობს კომპლექსურ ბიოქიმიურ პროცესებში.

ევროპაში მოსახლეობის დაახლოებით 30-40% აქვს გენეტიკური მუტაცია (C677T პოლიმორფიზმი), რის გამოც ორგანიზმს არ შეუძლია ფოლიუმის მჟავას ათვისება საკვებიდან ან საკვები დანამატებიდან.

სწორედ ამიტომ განხორციელდა მე-4 თაობის ფოლიუმის მჟავას (5-მეთილთეტრაჰიდროფოლატის) სინთეზირება, რომლის ათვისება არ არის დამოკიდებული MTHFR გენის შესაძლო მუტაციაზე. იგი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით და არ საჭიროებს დამატებით მეტაბოლიზმს ორგანიზმში.

ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმი
მოსახღობის 30-40%-ს აჭვს.
C6771 პოლიმოჩფიზმი
Miofolic
მე-4 თაობის ფოლიუმის მჟავას, Miofolic

მე-4 თაობის ფოლიუმის მჟავა კარგად იხსნება წყალში, რისი წყალობითაც კარგად აბსორბირდება და შეიწოვება ორგანზმის მიერ.

ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს ახალი უჯრედების, მათ შორის, ოოციტების წარმოქმნაში, და ამიტომ ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის. მქონე ქალებისათვის. როცა ფოლიუმის მჟავა ორგანიზმში საკმარისია, მცირდება ჰომოცისტეინის დონე ფოლიკულურ სითხეში (ჰომოცისტეინის მომატებული დონესთან ასოცირდება ხშირი მუცლის მოშლა). ორსულობის მოსამზადებელ პერიოდში და მისი მიდინარეობისას ორგანიზმის მოთხოვნილება ფოლიუმის მჟავაზე იზრდება. ორსულობის დაგეგმვისას ფოლიუმის მჟავას მიღება საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული ნაყოფის ნერვული მილის დეფექტები, ზედა ტუჩისა და სასის გაპობა, გულის მანკი, კიდურებისა და შარდსადენი ორგანოების ანომალიები. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ნაყოფის ზრდის დარღვევების თავიდან აცილებას და ამცირებს მცირეწონიანი ბავშვის დაბადების რისკს.

ზრდასრული ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნილება შეადგენს 400 მკგ ფოლიუმის მჟავას. ფოლიუმის მჟავის საჭირო რაოდენობის მისაღებად აუცილებელია მისი მიღება ბიოლოგიურად აქტიური ფორმის სახით, რომელიც დაუყოვნებლივ შეიწოვება ორგანიზმში და არ საჭიროებს დამატებით მეტაბოლიზმს. სწორედ ამ ფორმითაა წარმოდგენილი მე-4 თაობის ფოლიუმის მჟავა, სწორედ ის შედის ინოვაციურ კომპლექსის მიოფოლიკის შედგენილობაში. მიოფოლიკის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა (400 მკგ) შეადგენს 2 პაკეტს დღეში.