რა საჭიროა ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12 | მიოფოლიკი

რა საჭიროა ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12

ბავშვის ჩასახვისა და ნაყოფის წარმატებული მუცლადტარებისთვის  ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინი B12 ის სარგებლობის შესახებ დღეს ყველასთვის ცნობილია. ეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ორგანიზმში მიმდინარე უამრავ სასიცოცხლო პროცესში მონაწილეობენ, კერძოდ, ამცირებენ ამინმჟავას – ჰომოცისტეინის – რაოდენობას, რომელიც ხელს უშლის სისხლის მიწოდებას ნერვულ ქსოვილებში.

ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინი В12 ის მიღება ორსულობის დაგეგმვის პერიოდში საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული ნაყოფის ნერვული მილის დეფექტები, ზედა ტუჩის და სასის გაპობა, გულის მანკი, კიდურებისა და შარდსადენი ორგანოების ანომალიები. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ნაყოფის ზრდასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილებას და მინიმუმამდე დაჰყავს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდა განვითარების შეფერხების რისკი.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ფოლიუმის მჟავა საკვებსა და ვიტამინურ კომპლექსებში ბიოლოგიურად არააქტიური ფორმითაა წარმოდგენილი, ამიტომ ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას მისი ათვისება დაუყოვნებლივ კი არ ხდება, არამედ ის გადის აქტიურ ნივთიერებად ტრანსფორმირების რთულ გზას.

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ფოლიუმის მჟავა ფერმენტის –მეთილტეტრაჰიდროფოლატ რედუქტაზას (MTHFR) ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნება ბიოლოგიურად აქტიურ ფორმად 5-მეთილტეტრაჰიდროფოლატად. სწორედ ეს ნივთიერება შედის მიოფოლიკის შედგენილობაში, რომელიც შესანიშნავად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და მონაწილეობს რთულ ბიოქიმიურ პროცესებში.

რა საჭიროა ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12
მოსახღობის 30-40%-ს აჭვს.
C6771 პოლიმოჩფიზმი

ჰიპერჰომოცისტეინემია და ქსოვილებში მიკროცირკულაციის დარღვევა პრაქტიკაში სერიოზული სამეანო პრობლემების სახით ვლინდება. ყველაზე ხშირად დაავადება თავს იჩენს შემდეგი სახით:

  • პლაცენტაციის დარღვევა, პროვოცირებული სანაყოფე კვერცხის იმპლანტაციის (საშვილოსნოს კედელზე მიმაგრება) დეფექტით
  • ორსულობის შეწყვეტა, დაკავშირებული მუცლის მოშლასთან ადრეულ სტადიაზე
  • პლაცენტური სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა, რაც იწვევს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ჰიპოქსიას
  • გვიანი ტოქსიკოზი ორსულებში
  • ნაადრევი მშობიარობა
  • ჩვილების დაბადება თავის ტვინის დეფექტით ან ძვლის ტვინის არხის შეხორცების პრობლემებით

ჰიპერჰომოცისტეინემიას დღეს მკურნალობენ ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინი B12 ის მაღალი შემცველობის მქონე პრეპარატებით. ინოვაციური კომპლექსის მიოფოლიკის  დანიშვნა ორსულობისთვის მომზადების პერიოდში საშუალებას იძლევა დროულად იქნას თავიდან აცილებული სისხლში ჰომოცისტენის პათოლოგიური მომატების რთული შედეგები. მიოფოლიკის თერაპიულ ეფექტს უზრუნველყოფს მისი დაბალანსებული შედგენილობა, კერძოდ, მე 4 თაობის ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი B12 და მიო ინოზიტოლი, რომელიც გლუკოზის ნორმალურ მეტაბოლიზმსა და ჰორმონალურ ბალანსზეა პასუხისმგებელი.

მიოფოლიკი წარმატებული ორსულობისა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადების საწინდარი.

როგორ მოქმედებს Miofolic

მიოფოლიკი ზრდის ფერტილობას და ხელს უწყობს ჯანმრთელობას ორსულობის პერიოდში. გინეკოლოგების მიერ რეკომენდებულია მიოფოლიკის ჩართვა პოლიკისტოზის კომპლექსურ მკურნალობაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი ორსულობისთვის მომზადება?

ყველა ქალს სურს, გახდეს დედა, თავად განიცადოს პატარა საოცრების ცხრათვიანი სულმოუთქმელი ლოდინი, გადალახოს ახალშობილისთვის სახელის შერჩევის სირთულე და საკუთარი თავი მთლიანად მიუძღვნას მის აღზრდას. სწორედ ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ქალის სხეული მართლაც მზად არის ჩასახვისთვის, ნაყოფის მუცლადტარებისა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებისთვის. გაინტერესებთ როგორ?