პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის ნიშნები გვხვდება პირველივე მენსტრუაციის დაწყებიდან (მენარხე) მალევე. რიგ შემთხვევებში პოლიკისტოზი ვითარდება მოგვიანებით, მაგალითად, სხეულის წონის მნიშვნელოვანი მატებისას.
პოლიკისტოზი მრავალნაირად ვლინდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დარღვევები შეიძლება გამოავლინოს არა მხოლოდ სპეციალისტმა, არამედ თავად ქალმაც, ინდივიდუალურ თვითკონტროლზე დაყრდნობით.
პოლიკისტოზი ქალებში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ზოგიერთ ქალს მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო სიმპტომები ახასიათებს, ხოლო სხვებში შეიძლება უამრავი მძიმე სიმპტომი გამოვლინდეს. კისტების არსებობა საკვერცხეებში – პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის დიაგნოსტიკის ერთ–ერთი, მაგრამ არა ერთადერთი, კრიტერიუმია.
პოლიკისტოზი აკმაყოფილებს მინიმუმ ორ პირობას:
არარეგულარული მენსტრუაცია:
- ინტერვალი ციკლებს შორის 35 დღეზე მეტია
- არარეგულარული მენსტრუაცია ან მენსტრუაციის არქონა (ამენორეა) სამი ან მეტი თვის განმავლობაში
- წელიწადში 8 მენსტრუალურ ციკლზე ნაკლები
- ხანგრძლივი სისხლდენა
ანდროგენების სიჭარბე:
მამაკაცის სასქესო ჰორმონების კონცენტრაციის ზრდა შესაძლოა ისეთი ფიზიკური ცვლილებების მიზეზი გახდეს, როგორიცაა ჭარბთმიანობა სახესა და სხეულზე (ჰირსუტიზმი), გამონაყარი და გამელოტება (ანდროგენული ალოპეცია).
საკვერცხეების პოლიკისტოზური დეფორმაცია:
სასქესო ჯირკვლები (ორგანოები) ფართოვდება, მათში ფორმირდება მრავალრიცხოვანი სითხით შევსებული მცირე ტომსიკები, რომლებიც გარს ერტყმიიან ფოლიკულებს.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენ გაქვთ პოლიკისტოზის ტიპიური სიმპტომები, მიმართეთ ექიმს, შეეცედათ გამოირიცხოთ სხვა მიზეზი და შეამოწმოთ თქვენი არტერიული წნევა. შესაძლოა, თქვენ დაგინიშნონ ულტრაბგერითი გამოკვლევა პოლიკისტოზური საკვერცხეების გამოსავლენად, ასევე, სისხლის ანალიზი ჰორმონების და ქოლესტერინის დონის დასადგენად და შაქრიანი დიაბეტის სკრინინგისთვის.
მიმართეთ სპეციალისტს
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ გინეკოლოგი თქვენი სიმპტომების მიხედვით განსაზღვრავს საჭირო თერაპიას. სავალდებულო პირობას წარმოადგენს ცხოვრების წესის შეცვლა, ხშირად საჭირო ხდება სამკურნალო საშუალებების დანიშვნაც. გინეკოლოგების მიერ რეკომენდებულია Miofolic ჩართვა პოლიკისტოზური სინდრომის კომპლექსურ მკურნალობაში.
მკურნალობის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია თქვენს ასაკზე, მდგომარეობის სიმძიმეზე, დაავადების პროგრესირების ხარისხსა და თანმდევი პათოლოგიების არსებობაზე.
პოლიკისტოზის მკურნალობა
პოლიკისტოზის სამკურნალო ერთი საერთო წამალი არ არსებობს, მაგრამ სიმპტომების ეფექტური მართვა მიიღწევა …