როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის - 7 ძირითადი რეკომენდაცია

როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის?

როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის?

«ქალღმერთის გამოქანდაკება შესაძლებელია ორჯერ ნამშობიარები ქალიდან. ქალწულიდან კი აქანდაკებენ მხოლოდ ნიმფას» — ასე ამტკიცებდნენ ძველი ბერძენი მოქანდაკეები.

თუ გსურთ ქალღმერთების რიგს შეუერთდეთ, გაეცანით ჩამონათვალს, რომელიც დაგეხმარებათ ორსულობისთვის მოსამზადებლად.

1) თვალყური ადევნეთ ოვულაციას

ყველაზე საიმედოა, ბავშვი ჩასახოთ „სწორ დღეს“. ამისათვის თქვენ შეგიძლიათ არა მარტო მოუსმინოთ თქვენს სხეულს, არამედ გამოიყენოთ ოვულაციის კალენდარი, რომელიც ზუსტად გამოითვლის ყველაზე ხელსაყრელ დღეებს.

2) კვება და ვიტამინები

სულ უფრო ხშირად ქალებს, რომლებიც ზრუნავენ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაზე, უჩნდებათ კითხვა: როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის? ჩასახვის შემდეგ პირველი 6 8 კვირა საკვანძო როლს თამაშობს თქვენი პატარას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ჩამოყალიბებაში. იმის გათვალისწინებით, რომ ქალს ყოველთვის არ შეუძლია იმთავითვე ამოიცნოს ორსულობის დადგომა, მან წინასწარ უნდა იზრუნოს ორგანიზმის საკვები მიკროელემენტების საჭირო რაოდენობით მომარაგებაზე. თუმცა, არსებობს სპეციფიური ვიტამინები, მაგალითად, ფოლატები, რომლებიც შეუცვლელია ორსულობისთვის მოზადების ეტაპზეც და მისი მიმდინარეობის პერიოდშიც. მათ საჭირო რაოდენობით შეიცავს Miofolic (ორსულობისთვის მოზადების პერიოდში ფოლიუმის მჟავას დოზა შეადგენს 400 მკგ). პრეპარატის შედგენილობაში შემავალი ნითიერებები ზრდიან ოვულატორული ციკლის რაოდენობას, ამცირებენ პრეეკლამპსიის განვითარების რისკს (ორსულობის გართულებები მე–2 3 ტრიმესტრში), ნორმალიზდება გესტაციის ვადა 39,3 კვირამდე 37,2 ის წინააღმდეგ საკონტროლო ჯგუფში, ასევე, მცირდება ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების შესაძლო განვითარების რისკი. ვიტამინების ნაკლებობა იწვევს მუცლის მოშლას, საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხებას, თანდაყოლილ მანკებს, დღენაკლულობას, ახალშობილის მცირე წონას და მორფოფუნქციურ უმწიფრობას, ნერვულ ფსიქოლოგიური განვითარების შეფერხებას, რაქიტსა და ანემიას.

3) ასაკი

ჯულიეტა დედამ 14 წლის ასაკში გააჩინა, ჯერ კიდევ 20 წლის წინ 25 წლის მშობიარეს ხანდაზმულ მშობიარედ მიიჩნევდნენ. დღეს კი, განსაკუთრებით ამერიკაში, დედები 40+ ასაკში ხდებიან. ფასეულობებისა და ცხოვრებისეული ორიენტირების ცვლილებები გავლენას ახდენენ დედობის ასაკზე, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს „ბიოლოგიური საათი“ და ჩვენი ფერტილობა, რომელიც წლებთან ერთად ორივე სქესის წარმომადგენლებში ქვეითდება.
გვიანი ორსულობის რისკებს მიეკუთვნება: გენეტიკური და ქრომოსომული დარღვევები, კერძოდ, დაუნის სინდრომი. გარდა ამისა, მოსალოდნელია გართულებები მშობიარობისას. სტატისტიკის მიხედვით 30+ ასაკის მშობიარეებში ხშირად მიმართავენ საკეისრო კვეთას..

4) დიეტა: ჰო თუ არა?

დიეტა ბევრი ქალისთვის ჰობია, მაგრამ თუ დედობა გსურთ, სხეულის მასის ინდექსი[1] უნდა შეადგენდეს 18,5-24,99. თქვენი სხეულის მასის ინდექსი შეგიძლიათ გამოთვალოთ მარტივი ფორმულით:

სმი = სხეულის მასა / სიმაღლე კვადრატში

ანუ თუ თქვენი სიმაღლე = 1,70 მ და სხეულის მასა = 63 კგ, მაშინ სმი= 63/(1,7*1,7) = 21,8

ჩასახვის სირთულე შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც ჭარბ წონას, ისე სიგამხდრეს: მენსტრუაციის გაქრობას ან ჰორმონების არასწორ მუშაობას. არასაკმარისი წონის დროს მატულობს ნაყოფის ორგანოების არასწორი ფორმირების და ისეთი ბავშვის დაბადების რისკი, რომელიც მიდრეკილი იქნება ინფექციური დაავადებებისკენ. ჭარმბა წონამ შესაძლოა დიდი ნაყოფის განვითარებისა და თვითნებური მშობიარობის გართულების პროვოცირება მოახდინოს.

5) არა მავნე ჩვევებს

ორსულობის დაგეგმვისას, ნაყოფის მუცლადტარებისა და ახალშობილის კვების პერიოდში საუკეთესო არჩევანია მავნე ჩვევებზე მთლიანად უარის თქმა, თუკი მანამდე არ გითქვამთ მათზე უარი. თამბაქოს მოხმარება „საინტერესო მდგომარეობაში“ უარყოფითად მოქმედებს ნაყოფის ტვინის განვითარებაზე. საკუთარი მავნე ჩვევების წახალისების შედეგი შესაძლოა „მოუსვენარი ფილის სინდრომის“ მქონე ბავშვის დაბადება გახდეს. ასეთი ბავშვები გამოირჩევიან ასოციალური ქცევით: მეტად აქტიურები, აგრესიულები, იმპულსურები, სიცელქისა და ტყუილისკენ მიდრეკილნი არიან.

6) ყავა პატარასთვის

თუ თქვენი დილა ყავის გარეშე არ იწყება, ორსულობის დაგეგმვის პერიოდში ეცადეთ, შემოიფარგლოთ 200 მგ კოფეინით დღე-ღამეში (ორი ჭიქა ესპრესო). გახსოვდეთ, რომ კოფეინს შეიცავს შოკოლადიც, ჩაი და უალკოჰოლო სასმელებიც. ყავის ბოროტად გამოყენება ორსულობის დროს ზრდის მცირეწონიანი ბავშვის დაბადების რისკს, ზოგიერთ შემთხვევაში კი (როცა მიღებული ყავის რაოდენობა აჭარბებს ყველა დასაშვებ ნორმას) შესაძლოა გამოიწვიოს მკვდარი ნაყოფის დაბადება.

7) სილამაზე შინ და გარეთ

მომავალი დედისთვის მნიშვნელოვანია საკუთარ თავსა და სამყაროსთან ჰარმონიულობა: გაუფრთხილდით „დღესასწაულს საკუთარ თავში“, დატკბით მშვენიერებით და ისიამოვნეთ სამყაროთი. ინფორმაციის 90%–ს ჩვენ ვიზუალურად ვიღებთ: დაუთმეთ დრო შთამაგონებელ ფერწერას, აღმოაჩინეთ პოზიტიური ცვლილებები თქვენს ირგვლივ. კარგი განწყობა და ოპტიმიზმი ორსულობის პერიოდში თქვენ და თქვენს პატარას დაგეხმარებათ მომავალში კომფორტულად იგრძნოთ თავი საზოგადოებაში და არ იყოთ მფრთხალი.

და კიდევ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი:

  • გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რა ანალიზები უნდა ჩააბაროთ, რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ და ვიტამინების რომელი კურსი იქონიებს ყველაზე დადებით გავლენას თქვენს ჯანმრთელობაზე
  • დააზუსტეთ სადაზღვევო პოლისის პირობები, თუ გეგმავთ მის გამოყენებას ორსულობის პერიოდში. ახალგაზრდა დედებს სადაზღვევო ანაზღაურება მინიუმ ერთი წელი ესჭიროებათ
  • წინასწარ გაეცანით დეკრეტული შვებულების პირობებს და ბავშვზე შემწეობის გაცემის წესს დამსაქმებელთან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად

და, რაღა თქმა უნდა, მოიმარაგეთ ორსულობის ტესტები!:)
ნებიერი ორსულობა თქვენ, Miofolic ერთად!

[1] სიდიდე, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ ადამიანის მასის შესაბამისობა მის სიმაღლესთან და ამით ირიბად შევაფასოთ წონა არასაკმარისი, ნორმალური თუ ჭარბია

როგორ მოქმედებს Miofolic

მიოფოლიკი ზრდის ფერტილობას და ხელს უწყობს ჯანმრთელობას ორსულობის პერიოდში. გინეკოლოგების მიერ რეკომენდებულია მიოფოლიკის ჩართვა პოლიკისტოზის კომპლექსურ მკურნალობაში.

როგორ მოვიქცეთ, როცა წერო არ ჩქარობს?

ბევრი წყვილი ოცნებობს ბავშვზე, მაგრამ ზოგჯერ ხდება, რომ დიდი ხნის ნანატრი ორსულობა არ დგება. როგორ მოვიქცეთ, თუ წეროს არ სურს ჩვენს სახლში შემოფრენა?