პოლიკისტოზი და მისი შედეგები ჯანმრთელობისთვის | მიოფოლიკი

გრძელვადიანი შედეგები თქვენი ჯანმრთელობისთვის

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის თანმდევი „კისტები“ ჯანმრთელობისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და ქირურგიული წესით მოცილებას არ საჭიროებს, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი შედეგები.

მენსტრუალური ციკლის დარღვევა

მენსტრუალური ციკლის დარღვევები პოლიკისტოზის მქონე ქალებში შესაძლოა შემდგომში იქცეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად. ზოგიერთ ქალს შესაძლოა მნიშვნელოვნად დაერღვეს ციკლი, 4-ზე ნაკლები მენსტრუალური ციკლი წლის განმავლობაში. ასეთ პაციენტებს არ აქვთ რეგულარული ოვულაცია და, როგორც წესი, აწყდებიან ჩასახვასთან დაკავშირებულ სირთულეებს.

როგორ მოქმედებს Miofolic

ინსულინის მიმართ რეზისტენტობა (დაქვეითებული მგრძნობელობა)

არსებობს მომატებული რისკი, დროთა განმავლობაში განვითარდეს დიაბეტი ტიპი 2, დიაბეტი ორსულობის პერიოდში, მოიმატოს ქოლესტერინის დონემ და შესაძლოა, ჩამოყალიბდეს მაღალი არტერიული წნევა. დიაბეტი საკვერცხეების პოლიკისტოზის მქონე ქალების 10-20%-ში ვითარდება. ამ პრობლემებს შეუძლიათ გაზარდონ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკიც.

ორსულობა

არსებობს გარკვეული პრობლემები, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ორსულობის დროს, მათ შორის, ნაყოფის პათოლოგიების განვითარების, პრეეკლამპსიის და ნაადრევი მშობიარობის მაღალი რისკი. ასევე, არსებობს ორსულობის პერიოდში დიაბეტის განვითარების მაღალი რისკიც. სწორედ ამიტომ ორსულობის პერიოდში რეკომენდებულია სპეციალური საშუალებების რეგულარული მიღება, ისეთის, როგორიცაა მიოფოლიკი.

მიოფოლიკი ზრდის ფერტილობას და ხელს უწყობს ჯანმრთელობას ორსულობის პერიოდში. გინეკოლოგების მიერ რეკომენდებულია მიოფოლიკის ჩართვა პოლიკისტოზის კომპლექსურ მკურნალობაში.