რას წარმოადგენს მიო ინოზიტოლი?
მიო ინოზიტოლი ექვსატომიანი ინოზიტოლური სპირტების ერთ-ერთ ნაირსახეობაა. ინოზიტოლი არსებობს ცხრა შესაძლო სტერეოიზომერის სახით, რომელთაგან ცოცხალ უჯრედში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ფორმა – მიო ინოზიტოლი. სწორედ მიო ინოზიტოლი ასრულებს შიდაუჯრედული სიგნალების, ინსულის რეცეპტორებიდან სიგნალების გადამწოდის როლს, მონაწილეობს ცხიმების გახლეჩვაში, სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებასა და ორგანიზმში მიმდინარე სხვა პროცესებში.
მიო ინოზიტოლი და მისი წარმოებულები წარმოდგენილია ხილში (ნესვი, ფორთოხალი), ასევე, პარკოსნებში, მარცვლეულში, თხილეულში. მიო ინოზიტოლი ნაკლებად ტკბილია, ვიდრე საქაროზა – დაახლოებით ორჯერ. მცენარეებში ინოზიტოლი გვხვდება ძირითად ფიტინმჟავას და მისი მარილების, ფიტატების ფორმით, რომლებიც წარმოადგენენ ფოსფატების წყაროს გაღვივებული თესლისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარი დამუშავების გარეშე ფიტინმჟავას ადამიანის ორგანიზმი ცუდად ითვისებს. გარდა ამისა, ფიტატები მნიშვნელოვნად ამცირებენ მინერალების (კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, თუთია) ბიოათვისებას, რაც ზრდის მინერალების დეფიციტის განვითარების რისკს.
მიო–ინოზიტოლს ადრე В ჯგუფის ვიტამინებს (ვიტამინი В8) მიაკუთვნებდნენ. მოგვიანებით, როდესაც აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში მიო ინოზიტოლი სინთეზირდება თირკმელებში დღეში რამდენიმე გრამის ოდენობით, ის აღარ განიხილება, როგორც ვიტამინი (ესენციალური ორგანული ნუტრიენტი, რომელიც არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში). თუმცა, თუ ადამიანს თირკმლის ფუნქცია დაქვეითებული აქვს ან რაიმე სხვა პროცესები აფერხებენ მიო ინოზიტოლის სინთეზს, მაშინ ამ კონკრეტული პიროვნების შემთხვევაში მიო ინოზიტოლი შეიძლება განხილული იქნას, როგორც ვიტამინი.
მიო ინოზიტოლი და რეპროდუქციული სისტემა
მიო ინოზიტოლი და მისი წარმოებულები, რომლებიც აუცილებელია სასქესო ჰორმონების (გონადოტროპინის, მალუთეინიზირებელი და ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონების) ეფექტის მისაღწევად, გავლენას ახდენენ რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებაზე. მიო ინოზიტოლის ზემოქმედებას შემაერთებელ ქსოვილზე პრინციპული მნიშვნელობა აქვს ემბრიონის ნორმალური განვითარებისთვის. როგორც ცნობილია, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) წარმოადგენს უნაყოფობის ძირითად მიზეზს. ამ სინდრომის მქონე პაციენტებში ხშირად შეინიშნება რეზისტენტობა ინსულინის მიმართ და ნახშირწყლოვანი მიმოცვლის დარღვევა. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის კომბინირებული თერაპია მიო ინოზიტოლის მონაწილეობით აქვეითებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევების რისკს ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმის დონეზე, ჰორმონალურ რეგულაციასა და საკვერცხეების ფუნქციაზე.
მიო ინოზიტოლი მონაწილეობს რეპროდუქციული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებასა და ემბრიონის განვითარებაში, ასევე, იგი აუცილებელია ფოლატების, სხვა ვიტამინებისა და მინერალების ბიოლოგიური ეფექტის მისაღწევად, რომლებიც გავლენას ახდენენ ორსულობის მიმდინარეობასა და “დედა პლაცენტა ნაყოფი” სისტემის მდგომარეობაზე.
მიო ინოზიტოლის მოქმედების მექანიზმი დადასტურებულია კლინიკური კვლევებით დიდი რაოდენობის ქალების მონაწილეობით. მიო ინოზიტოლის გამოყენების შედეგად ორგანიზმში ნორმალიზდება მიმოცვლის პროცესები (ქვეითდება ინსულინის მიმართ რეზისტენტობა და კომპენსატორული ჰიპერინსულინემია), რასაც მივყავართ ნორმალური ჰორმონალური პარამეტრების აღდგენამდე, და შედეგად ვიღებთ:
- ოვულაციის განახლებას
- მენსტრუაციის აღდგენას
ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, მიო ინოზიტოლის მიღებისას არ ვლინდება არანაირი გვერდითი ეფექტი და ის კარგად გადაიტანება. Miofolic ერთი პაკეტი შეიცავს 2000 მგ მიო ინოზიტოლს.