ორსულობის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ოვულაციის თარიღის ცოდნა, რომელიც ოვულაციის კალენდრის დახმარებით ზუსტად და მარტივად გამოითვლება. შეიტანეთ მონაცემები თქვენი მენსტრუალური ციკლის შესახებ – გამოითვლება და კალენდარში მოინიშნება მენსტრუაციის, ოვულაციისა და ჩასახვისთვის ყველაზე ხელსაყრელი დღეები (ფერტილური დღე). ოვულაციის კალენდარი შეუცვლელი დამხმარეა მაშინაც, თუ თქვენ ჩასახვას არ გეგმავთ და უბრალოდ ზრუნავთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
* არარეგულარული ციკლის შემთხვევაში ოვულაციის ონლაინ კალკულატორები არ გამოყენება. ამ შემთხვევაში ოვულაციის გამოსათვლელად სხვა მეთოდებს იყენებენ (ულტრაბგერითი კვლევა, ბაზალური ტემპერატურის გაზომვა, ოვულაციის ტესტები).
ბოლო მენსტრუაციის პირველი დღე
ციკლის ხანგრძლივობა
მენსტრუაციის ხანგრძლივობა
ნორმალური ორსულობის ხელშეწყობა
პოლიკისტოზის მქონე ქალები ორსულობისას იმყოფებიან რისკის ქვეშ …
რამდენი ხანი გრძელდება ოვულაცია?
ოვულაცია – ეს არის კვერცხუჯრედის გადასვლა საკვერცხედან საშვილოსნოს მილში მომწიფებული ფოლიკულას გასკდომის შედეგად. ოვულაცია ხდება მენსტრუალური ციკლის შუაში, ანუ 28 დღიანი ციკლისას ოვულაცია ხდება მე-14 დღეს. ფოლიკულას დატოვების შემდეგ კვერცხუჯრედის სიცოცხლისუნარიანობა საშუალოდ 24 საათს გრძელდება. გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ საშუალო მნიშვნელობაა, გადახრები საკმაოდ ხშირად აღინიშნება.
ოვულაციის ნიშნები
- სხეულის ბაზალური ტემპერატურის მომატება, ჩვეულებისამებრ, 0,5-1 გრადუსით
- მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) დონის მატება
- ცერვიკალური ლორწო ან ვაგინალური გამონადენი შესაძლოა იყოს შედარებით გამჭვირვალე, თხელი და ელასტიური, უმი კვერცის ცილის მსგავსი
- მტკივნეული სარძევე ჯირკვლები
- მუცლის შებერილობა
ორსულობასთან დაკავშირებული რჩევები
გამოთვალეთ ოვულაციის დღეები
ოვულაციის დღის გამოთვლა შესაძლებელია ოვულაციის სპეციალური კალენდრის გამოყენებით. თუმცა, რეგულარული ციკლის მქონე ქალებშიც შეიძლება ადგილი ჰქონდეს გადახრებს. კარგად რომ გაერკვეთ, როდის ხდება ოვულაცია, თვალყური ადევნეთ თქვენს ბაზალურ ტემპერატურას და ცერვიკალური ლორწოს კონსისტენციასა და ფერს.
დაკავდით სექსით ფერტილურ დღეებში
თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას, გაითვალისწინეთ, რომ კვერცხუჯრედი ოვულაციის შემდგომ „ცოცხლობს“ 24 საათი. ვინაიდან სპერმატოზოიდი ქალის ორგანიზმში აქტიური რჩება 2-3 დღე, დაორსულების შანსი გაიზრდება, თუ თქვენ სექსით დაკავდებით ოვულაციამდე 1-2 დღით ადრე ან ოვულაცის შემდეგ 24 საათი.
სქესობრივი აქტის შემდეგ 15 წუთი უნდა იწვეთ. მითი თუ რეალობა?
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ქალი მინიმუმ 15 წუთი უნდა იწვეს სექსის შემდეგ, რათა სპერმატოზოიდს მიეცეს შანსი მიაღწიოს კვერცხუჯრედამდე. თუმცა, ბოლო კვლევა უარყოფს ამ თეორიას.
შეინარჩუნეთ ნორმალური წონა
კვლევები აჩვენებს, რომ ჭარბმა ან არასაკმარისმა წონამ შეიძლება დაარღვიოს ოვულაცია და გავლენა იქონიოს საკვანძო ჰორმონების გამომუშავებაზე. სხეულის მასის ინდექსის ნორმა შეადგენს 18,5-24,9. მოერიდეთ ინტენსიური დატვირთვებსაც, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ჰორმონების გამომუშავებაზე და წარმოქმნას ჩასახვის პრობლემები.
როგორ გამოვთვალოთ BMI (სხეულის მასის ინდექსი)?
თქვენი სხეულის მასის ინდექსი შეგიძლიათ გამოთვალოთ მარტივი ფორმულით:
სხეულის მასის ინდექსი = სხეულის მასა / სიმაღლე კვადრატში
ანუ თუ თქვენი სიმაღლე = 1,70 მ და სხეულის მასა = 63 კგ, მაშინ სმი= 63/(1,7*1,7) = 21,8
ძირს სტრესი!
კვლევები აჩვენებს, რომ სტრესს შეუძლია გაართულოს დაორსულება. იოგა, მედიტაცია და სეირნობა სუფთა ჰაერზე ხელს უწყობს სტრესის შემცირებას და აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.
იზრუნეთ მამაკაცის ჯანმრთელობაზე
დამკვიდრებულია მოსაზრება, თითქოს უნაყოფობის მიზეზი მხოლოდ ქალის ჯანმრთელობაა. მაგრამ, როგორც კვლევამ აჩვენა, ბავშვის ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემების 33%-ზე მეტი მხოლოდ მამაკაცს უკავშირდება, და 33% ორივე პარტნიორს. ქალების მსგავსად, მამაკაცებსაც შეუძლიათ გაიუმჯობესონ რეპროდუქციული ჯანმრთელობა – უარი თქვან მოწევაზე, შეზღუდონ ალკოჰოლის მიღება და იკვებონ ჯანსაღად.
ბიჭის ჩასახვა გსურთ თუ გოგონასი?
ზოგიერთი თეორია ამტკიცებს, რომ თქვენ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ ბავშვის სქესზე, თუ სექსით დაკავდებით თვის გარკვეულ პერიოდში ან გარკვეულ პოზაში. თუმცა, არ არსებობს ზუსტი მეთოდი, გავლენა მოახდინოთ თქვენი შვილის სქესზე ჩასახვისას.