მიოფოლიკის როლი ორსულობისთვის მომზადებასა და მის...

მიოფოლიკის ინოვაციური შედგენილობა

მიოფოლიკის რეკომენდებული დოზა – 2 პაკეტი დღეში ორგანიზმს უზრუნველყოფს 400 მკგ მე 4 თაობის ფოლიუმის მჟავათი, 4 გ მიო ინოზიტოლთა და 10 მკგ ვიტამინი В12 ით.

მიო ინოზიტოლი წარმოადგენს ექვსატომიანი ინოზიტოლური სპირტების ერთ-ერთ ნაირსახეობას. ინოზიტოლი არსებობს ცხრა შესაძლო სტერეოიზომერის სახით, რომელთაგან ცოცხალ უჯრედში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ფორმა – მიო ინოზიტოლი. სწორედ მიო ინოზიტოლი ასრულებს შიდაუჯრედული სიგნალების, ინსულინის რეცეპტორებიდან სიგნალების გადამწოდის როლს, მონაწილეობს ცხიმების გახლეჩვაში, სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებასა და ორგანიზმში მიმდინარე სხვა პროცესებში.

მიო ინოზიტოლი და მისი წარმოებულები წარმოდგენილია ხილში (ნესვი, ფორთოხალი), ასევე, პარკოსნებში, მარცვლეულში, თხილეულში. მიო ინოზიტოლი ნაკლებად ტკბილია, ვიდრე საქაროზა – დაახლოებით ორჯერ. მცენარეებში ინოზიტოლი გვხვდება ძირითადად ფიტინმჟავას და მისი მარილების, ფიტატების სახით, რომლებიც წარმოადგენენ ფოსფატების წყაროს გაღვივებული თესლისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარი დამუშავების გარეშე ფიტინმჟავას ადამიანის ორგანიზმი ცუდად ითვისებს. გარდა ამისა, ფიტატები მნიშვნელოვნად ამცირებენ მინერალების (კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, თუთია) ბიოათვისებას, რაც ზრდის მინერალების დეფიციტის განვითარების რისკს.

მიო ინოზიტოლს ადრე В ჯგუფის ვიტამინებს (ვიტამინი В8) მიაკუთვნებდნენ. მოგვიანებით, როდესაც აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში მიო ინოზიტოლი სინთეზირდება თირკმელებში დღეში რამდენიმე გრამის ოდენობით, ის აღარ განიხილება, როგორც ვიტამინი (ესენციალური ორგანული ნუტრიენტი, რომელიც არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში). თუმცა, თუ ადამიანს თირკმლის ფუნქცია დაქვეითებული აქვს ან რაიმე სხვა პროცესები არღვევენ მიო ინოზიტოლის სინთეზს, მაშინ ამ კონკრეტული პიროვნების შემთხვევაში მიო ინოზიტოლი შეიძლება მიჩნეული იქნას ვიტამინად ( მიოფოლიკის შედგენილობაში შედის 2 გ მიო ინოზიტოლი).

როგორ მოქმედებს Miofolic

მიოფოლიკი – ინოვაციური კომპლექსი ქალის რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად და ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებისთვის როგორც ორსულობისთვის მზადების ყველა ეტაპზე, ასევე, შემდგომ მისი ჯანმრთელად მიმდინარეობისთვის.

მიო ინოზიტოლი და რეპროდუქციული სისტემა

მიო ინოზიტოლი და მისი წარმოებულები, რომლებიც აუცილებელია სასქესო ჰორმონების (გონადოტროპინის, მალუთეინიზირებელი და ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონების) ეფექტის მისაღწევად, გავლენას ახდენენ რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებაზე. მიო ინოზიტოლის ზემოქმედებას შემაერთებელ ქსოვილზე პრინციპული მნიშვნელობა აქვს ემბრიონის ნორმალური განვითარებისთვის. როგორც ცნობილია, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) წარმოადგენს უნაყოფობის ძირითად მიზეზს. ამ სინდრომის მქონე პაციენტებში ხშირად შეინიშნება რეზისტენტობა ინსულინის მიმართ და ნახშირწყლოვანი მიმოცვლის დარღვევა. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის კომბინირებული თერაპია მიო ინოზიტოლის მონაწილეობით აქვეითებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევების რისკს ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმის დონეზე, ჰორმონალურ რეგულაციასა და საკვერცხეების ფუნქციაზე.

მიო ინოზიტოლი მონაწილეობს რეპროდუქციული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებასა და ემბრიონის განვითარებაში, ასევე, ის აუცილებელია ფოლატების, სხვა ვიტამინებისა და მინერალების ბიოლოგიური ეფექტის მისაღწევად, რომლებიც გავლენას ახდენენ ორსულობის მიმდინარეობასა და “დედა-პლაცენტა-ნაყოფი” სისტემის მდგომარეობაზე.

myo-inositol-gr
myo-inositol-gr-mob

ფოლატები, ფოლიუმის მჟავა და მე 4 თაობის ფოლიუმის მჟავა

ფოლატი (ვიტამინი B9) – მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია დნმ ის სინთეზისათვის, გარდა ამისა, ეს არის სუბსტრატი, აუცილებელი მთელი რიგი ფერმენტაციული რეაქციებისთვის, რომლებიც ამინომჟავების სინთეზის და ვიტამინების მეტაბოლიზმის პროცესში მიმდინარეობს. ორსულობის დროს ფოლატებზე მოთხოვნილება იზრდება, რადგან ისინი ნაყოფის ზრდა განვითარებისთვისაა საჭირო. ფოლატის დეფიციტს უკავშირდება დარღვევები როგორც დედის (ანემია, პერიფერიული ნევროპათია), ასევე ნაყოფის (განვითარების თანდაყოლილი ანომალიები) ორგანიზმში.

ფოლატი ანუ ვიტამინი B9 მიიჩნევა 13 შეუცვლელ ვიტამინთაგან ერთ-ერთად. ფოლატების სინთეზი ორგანიზმში არ ხდება, ის უნდა მივიღოთ ან საკვებთან ერთად, ან დამატებითი სახით. საკვები ფოლატები წარმოდგენილია ნატურალურ პროდუქტებში, როგორიცაა მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, პარკოსნები, კვერცხის გული, ღვიძლი და ციტრუსები. ფოლიუმის მჟავა სინთეტური საკვები დანამატია, რომელსაც შეიცავს გამდიდრებული საკვები პროდუქტები და ვიტამინური პრეპარატები. არც ფოლატი და არც ფოლიუმის მჟავა არ არის მეტაბოლურად აქტიური. უჯრედულ მეტაბოლიზმში მონაწილეობისთვის ისინი უნდა გადავიდნენ აქტიურ ფორმაში -5 მეთილტეტრაჰიდროფოლატში. 5 მეთილტეტრაჰიდროფოლატი – მე 4 თაობის ფოლიუმის მჟავაა, რომელიც წარმოადგენს ფოლატის დომინირებულ ფორმას, სწორედ ის ცირკულირებს სისხლის პლაზმაში და მონაწილეობს ბიოლოგიურ პროცესებში ( მიოფოლიკის შედგენილობაში შედის 200 მკგ მე 4 თაობის ფოლიუმის მჟავა).

ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმი

საკვებსა და პრეპარატების უმეტესობაში წარმოდგენილია ფოლიუმის მჟავას ბიოლოგიურად არააქტიური ფორმა. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ფოლიუმის მჟავა ფერმენტის – მეთილტეტრაჰიდროფოლატ რედუქტაზას (MTHFR) ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნება ფოლიუმის მჟავას აქტიურ ფორმად – 5 მეთილტეტრაჰიდროფოლატად. სწორედ ეს აქტიური ფორმა შეიწოვება ორგანიზმის მიერ და მონაწილეობს კომპლექსურ ბიოქიმიურ პროცესებში.

ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 30 40% აქვს გენეტიკური მუტაცია (C677T პოლიმორფიზმი), რის გამოც ორგანიზმს არ შეუძლია ფოლიუმის მჟავას ათვისება საკვებიდან ან საკვები დანამატებიდან.

სწორედ ამიტომ განხორციელდა მე 4 თაობის ფოლიუმის მჟავას (5 მეთილთეტრაჰიდროფოლატი) სინთეზირება, რომლის შეთვისება ორგანიზმის მიერ არ არის დამოკიდებული MTHFR გენის შესაძლო მუტაციაზე. იგი მაღალი ბიოშეღწევადობით ხასიათდება და არ საჭიროებს დამატებით მეტაბოლიზმს ორგანიზმში.

მიოფოლიკის ინოვაციური შედგენილობა

site-image_pink2_GR

მიოფოლიკის ინოვაციური შედგენილობა, 1ვიტამინი B12

ორგანიზმში ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინ В12 ს შორის რთული ურთიერთკავშირი არსებობს. ერთი ნივთიერების დეფიციტს მეორის სიჭარბის „შენიღვბა“ შეუძლია, ამიტომ ორგანიზმში ამ ორივე ნივთიერების წონასწორული ბალანსი უნდა შენარჩუნდეს.

ფოლიუმის მჟავა დაბალი ტოქსიკურობით ხასიათდება, რადგან ფოლატი წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინს და რეგულარულად გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად. ფოლიუმის მჟავას მაღალი დოზებით მიღება ერთ პოტენციურ პრობლემას უკავშირდება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჭარბი ფოლიუმის მჟავა ნიღბავს ავთვისებიანი ანემიის ნიშნებს (ვიტამინი В12 ის დეფიციტი). სწორედ ამიტომ ფოლიუმის მჟავას შემცველი პრეპარატების შედგენილობაში უნდა შედიოდეს ვიტამინი В12 ( მიოფოლიკის შედგენილობაში შედის 10 მკგ ვიტამინი В12).