ვიტამინი B12-ის როლი
ვიტამინი B12 – ერთადერთი წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელსაც შეუძლია ორგანიზმში აკუმულირება, გროვდება რა ღვიძლში, თირკმელებში, ფილტვებსა და ელენთაში.
ვიტამინი В12 ჩვენს ორგანიზმში მრავალ სასიცოცხლო ფუნქციაზეა პასუხისმგებელი:
- ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლწარმომქმნელი ორგანოების ფუნქციის მარეგულირებელ პროცესებში (სისხლის წითელი უჯრედების ფორმირება). ამ უჯრედებში მიმდინარეობს დნმ მოლეკულების განვითარება. თუ უჯრედი არ იქნება უზრუნველყოფილი ვიტამინი B12 ის საკმარისი რაოდენობით, დნმ ის სინთეზი შეუძლებელი გახდება, რაც გამოიწვევს ავთვისებიან ანემიას
- ხელს უწყობს ნერვული სისტემის გაჯანსაღებას, მაგალითად, გავლენას ახდენს კონცენტრაციასა და მეხსიერებაზე, ამცირებს გაღიზიანებას. ვიტამინი B12 ის ნაკლებობა იწვევს ნერვის გარსის დაზიანებას, რის შედეგადაც ნერვი კვდება
- მონაწილეობს ცხიმებისა და ნახშირწყლების მიმოცვლაში, აძლიერებს ცილების სინთეზს და მისი დაგროვების უნარს. ვიტამინი B12 ის დეფიციტი იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს
- მონაწილეობს ორგანიზმის ყველა უჯრედის დაყოფაში, აძლიერებს იმუნიტეტს
- ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში
- აუმჯობესებს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოების მუშაობას
- ურთიერთქმედებს სხვა ჯგუფის ვიტამინებსა და მიკროელემენტებთან. ვიტამინი B12 ის ნაკლებობის ფონზე შესაძლოა განვითარდეს ვიტამინი B1 ის დეფიციტი, რაც გამოიწვევს შეფერხებებს ტვინის უჯრედებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაში
ციანკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია ფოლიუმის მჟავას რეგენერაციისთვის ერითროციტებისა და ნერვული უჯრედის გარსის ფორმირებისას. გარდა ამისა, ვიტამინი B12 აძლიერებს და ავსებს ფოლიუმის მჟავას მოქმედებას და ამიტომ რეკომენდებულია მათი ერთად მიღება.
ფოლიუმის მჟავა ხასიათდება დაბალი ტოქსიკურობით, რადგან ფოლატი წყალში ხსნად ვიტამინს წარმოადგენს და რეგულარულად გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან ერთად. ფოლიუმის მჟავას მაღალი დოზებით მიღება უკავშირდება ერთ პოტენციურ პრობლემას, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ჭარბი ფოლიუმის მჟავა ნიღბავს ავთვისებიანი ანემიის ნიშნებს (ვიტამინი В12 ის დეფიციტი). სწორედ ამიტომ ფოლიუმის მჟავას შემცველი პრეპარატების შედგენილობაში უნდა შედიოდეს ვიტამინი В12. ინოვაციური კომპლექსის – მიოფოლიკის შედგენილობაში შედის მე 4 თაობის ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12.
ვიტამინი B12 ის წყარო
ვიტამინი B12 ით ორგანიზმის შევსების მიზნით, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ხბოს ღვიძლი, საქონლის ხორცი, ცხვრის ხორცი, ორაგული, სავარცხელა, კრევეტები, სარდინი და ვირთევზა. ვინაიდან ვიტამინი B12 ის წყაროს ორგანიზმისთვის წარმოადგენს ცხოველური საკვები, ვეგეტარიანელებისთვის ყველაზე რთული იქნება მისი რეზერვების შევსება. B12 გვხვდება ზოგიერთ მცენარეშიც, მაგრამ ბევრად უფრო მცირე რაოდენობით. მას შეიცავს წყალმცენარეები (ლამინარია ან ლურჯ მწვანე), ლუდის საფუარი, სოუსი მისო და ტოფუ..
ასევე, ვიტამინი B12 ის წყაროა ვიტამინების კომპლექსები და პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ ვიტამინის ნაკლებობის შევსება. მაგალითად, კომპლექსი მიოფოლიკი შეიცავს 2,5 მკგ ვიტამინ B12 ს.
ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილება ვიტამინ B12 ზე
ვიტამინი B12 ის სადღეღამისო ნორმა, ძირითადად, დამოკიდებულია ადამიანის სიმაღლეზე, ასაკსა და სქესზე. ექიმების მიერ რეკომენდებული ვიტამინი B12 ის სადღეღამისო ნორმა შეადგენს:
ასაკი | სადღეღამისო ნორმა |
6 თვემდე ასაკის ბავშვები | 0,4 მკგ |
7 12 თვის ასაკის ბავშვები | 0,5 მკგ |
1 3 წლის ასაკის ბავშვები | 0,9 მკგ |
4 8 წლის ასაკის ბავშვები | 1,2 მკგ |
მოზარდები 9 დან 13 წლამდე | 1,8 მკგ |
ბავშვები და მოზრდილები 14 წლიდან | 2,4 მკგ |
მათთვის, ვინც ჭარბად იღებს ალკოჰოლს, მწეველებისა და ვეგეტარიანელებისთვის აუცილებელია ვიტამინი В12‑ის დამატებითი მიღება. სპორტით დაკავებისას, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ორგანიზმის მოთხოვნილება ვიტამინ В12‑ზე დაახლოებით 4‑ჯერ იზრდება.