პოლიკისტოზის პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის

პოლიკისტოზის მიზეზები

პოლიკისტოზური საკვრცხეების სინდრომის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ითვლება, რომ ის სასქესო ჰორმონების დონის ცვლილებებს და ინსულინის მიმართ რეზისტენტობას უკავშირდება.

ინსულინის მიმართ რეზისტენტობა (მგრძნობელობის დაქვეითება)

ინსულინი არის ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭქვეშა ჯირკვალი და ემსახურება სისხლში შაქრის შემცველობის გაკონტროლებას. ის განსაკუთრებით ეფექტურია ღვიძლის და კუნთების უჯრედებისთვის, აიძულებს მათ შთანთქან სისხლიდან ჭარბი გლუკოზა, გახლიჩონ და ამის ხარჯზე გამოიმუშაონ ენერგია, ან გარდაიქმნან ის ენერგიის გრძელვადიან რეზერვად.

ინსულინის მიმართ რეზისტენტობისას სისხლში შაქრის შემცირების მექანიზმი გამართულად ვეღარ მუშაობს და სხეული იწყებს დამატებითი ინსულინის გამომუშავებას.

ორგანიზმში ჭარბი ინსულინი ხელს უწყობს საკვერცხეების უჯრედებში ანდროგენების (ტესტოსტერონის) სინთეზს. ქალების უმეტესობაში მისი დონე რჩება ნორმის ფარგლებში, მაგრამ პოლიკისტოზის მქონე ქალებში, რომელთა ორგანიზმში ინსულინი ისედაც ჭარბადაა, ტესტოსტერონი შესაძლოა ძალიან დიდი რაოდენობით გამოიყოს.

ტესტოსტერონის გაზრდილი დონე შეიძლება გამოვლინდეს ჭარბთმიანობის სახით არასასურველ ადგილებში / ან თმის ცვენით თავის არეში.

ინსულინისა და ტესტოსტერონის მაღალი დონე აფერხებს ფოლიკულების ნორმალურ განვითარებას საკვერცხეებში, ამასთანავე, ფოლიკულების ნაწილი საერთოდ არ ვითარდება. ეს იწვევს ოვულაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ირღვევა მენსტრუალური ციკლი და ქვეითდება ფერტილობა.

ინსულინის მიმართ რეზიზტენტობამ შეიძლება გამოიწვიოს წონის მატებაც. ჭარბი ცხიმის გამო ორგანიზმი იწყებს კიდევ უფრო მეტი ინსულინის გამომუშავებას, რაც ამძაფრებს სიმპტომებს. შედეგად იქმნება ჩაკეტილი წრე, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მინიმუმამდე შევამციროთ წონის მატება.

გენეტიკა

ხშირად პოლიკისტოზი მემკვიდრეობითი დაავადებაა. ქალები, რომელთა ახლო ნათესავებს, დედას, დეიდას, ან დას აქვს პოლიკისტოზი, სავარაუდოა, რომ მათაც გამოუვლინდებათ ეს დაავადება. ეს მეტყველებს შესაძლო გენეტიკურ კავშირზე, თუმცა, კონკრეტული გენი ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული.

როგორ მოქმედებს Miofolic

მიოფოლიკი – ინოვაციური კომპლექსი ქალის რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად და ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებისთვის როგორც ორსულობისთვის მზადების ყველა ეტაპზე, ასევე, შემდგომ მისი ჯანმრთელად მიმდინარეობისთვის.

როგორ ხდება პოლიკისტოზის დიაგნოსტიკა

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის ნიშნები გვხვდება პირველივე მენსტრუაციის დაწყებიდან (მენარხე) მალევე. რიგ შემთხვევებში პოლიკისტოზი ვითარდება მოგვიანებით, მაგალითად