როგორ მოვიქცეთ, თუ წეროს არ სურს ჩვენს სახლში შემოფრენა?
ბევრი წყვილი ოცნებობს ბავშვზე, მაგრამ ზოგჯერ ხდება, რომ დიდი ხნის ნანატრი ორსულობა არ დგება.
სტატისტიკის მიხედვით წყვილების დაახლოებით 15% აწყდება ჩასახვის სირთულეს. მაშინაც კი, თუ ქალი სრულიად ჯანმრთელია, ერთი მენსტრუალური ციკლის დროს დაორსულების შანსი მხოლოდ 25%-ია.
ქალის ჩასახვისა და ბავშვის მუცლადტარების უნარზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება სტრესი ან კლიმატის ცვლილება გახდეს (დეპრესიის მდგომარეობაში უკონტროლოდ გამომუშავდება პროლაქტინი და შეიძლება არასასურველი შედეგები გამოიწვიოს). მაგრამ არსებობს უფრო სერიოზული მიზეზები, როგორიცაა შარდსასქესო სისტემის და მცირე მენჯის ორგანოების ანთება, ინფექციები ან ჰორმონალური დარღვევეი, რაც იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას. უნაყოფობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი პოლიკისტოზიური საკვერცხეების სინდრომი და ჰომოცისტეინის დონის მომატებაა.
ის, რომ დიდი ხნის ნანატრი ორსულობა არ დგება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე:
- არარეგულარული ან ძალიან ხშირი სქესობრივი აქტი, რაც არ იძლევა სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდების საჭირო რაოდენობის
- მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი პროცესები ქალებში და შარდსასქესო სისტემის ანთებები მამაკაცებში
- ინფექციური დაავადებები, მათ შორის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
- პარტნიორების ასაკი: ასაკთან ერთად ორივე პარტნიორის ფერტილობა ქვეითდება
- გადატანილი დაავადებების თანმდევი გართულებები: ქალებში მცირე მენჯის ორგანოების დაავადებების არასრული მკურნალობა იწვევს ფალოპის (საშვილოსნოს) მილების გაუვალობას, მამაკეცებში კი წითურამ ან პაროტიტმა შესაძლოა გააუარესონ სპერმის ხარისხი
- გართულებები ტრამვების ან აბორტების შემდეგ
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა
- ოვულაციის პრობლემები ქალებში და ეაკულაციის პრობლემები მამაკაცებში
- სიგამხდრე ან ჭარბწონიანობა
- სტრესი და დეპრესია
- გარკვეული მედიკამენტების მიღება: ანალგეტიკები, ანტიბიოტიკები, ანტიდეპრესანტები და ა.შ. რომლებიც გავლენას ახდენენ ფერტილობაზე
- მავნე ჩვევები: მოწევა, ალკოჰოლი, ნარკოტიკები და კოფეინის გადაჭარბებული მიღებაც კი
- დასუსტებული იმუნური სისტემა ან ვიტამინების ნაკლებობა
თუ რეგულარული სქესობრივი აქტივობის პირობებში თქვენ კვლავ გაქვთ ჩასახვის პრობლემა, შეეცადეთ, შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი: უარი თქვით მავნე ჩვევებზე, გადადით ჯანსაღ კვებაზე და დაკავდით რეგულარული ფიზიკური აქტივობით. დამატებითი რჩევები ორსულობისთვის მოსამზადებლად წაიკითხეთ აქ.
რეკომენდაციები მათთვის, ვისაც სურს დაორსულება
შეაფასებაში, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS), ენდომეტრიოზის და ჩასახვის შემაფარხებელი სხვა დაავადებების გამოვლენაში ან გამორიცხვაში. მიიჩნევა, რომ ქალებში უნაყოფობის ძირითადი მიზეზებია: პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი და ჰომოცისტეინის დონის მომატება.. მაგრამ არ იდარდოთ, რადგან დღეს უკვე არსებობს ამ დაავადებების სამკურნალო ეფექტური პრეპარატები, მაგალითად, მიოფოლიკი. Miofolic შედგენილობის წყალობით 70%-ით იზრდება ოვულატორული ციკლების რაოდენობა მისი მიღებიდან 3 თვის განმავლობაში და რეგულირდება მენსტრუალური ციკლი, რითაც მნიშვნელოვნად იზრდება თქვენი დაორსულების შანსი.
- სცადეთ ჩასახვისთვის ყველაზე ხელსაყრელი დღეების შერჩევა (6-7 დღე ოვულაციამდე და 1-2 დღე ოვულაციის შემდეგ)
როგორ გამოვთვალოთ ოვულაცია? გადადი ოვულაციის კალენდარზე ►.
- გაიარეთ სამედიცინო შემოწმება
- ნაკლებად ინერვიულეთ და მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს
- უარი თქვით მავნე ჩვევებზე და სწრაფი კვების პროდუქტებზე
- თქვენს რაციონში შეიტანეთ მეტი ხილი და ბოსტნეული
- წინასწარ მოემზადეთ ორსულობისთვის
- მიიღეთ მიოფოლიკი დღეში 2 პაკეტის ოდენობით რეპროდუქციული ფუნქციის გაუმჯობესებისა და ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებისთვის ორსულობისთვის მზადების ყველა ეტაპზე და შემდგომ მისი ჯანმრთელად მიმდინარეობისთვის
როდესაც ჩასახვის ყველა მცდელობას შედეგი არ მოაქვს, თქვენ და თქვენმა პარტნიორმაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. კვლევის შედეგების საფუძველზე ექიმს შეუძლია უპასუხოს კითხვებს: რატომ არ დგება ორსულობა, როგორ მოვიქცეთ, რომ გავზარდოთ ფერტილობა და ვეღირსოთ ნანატრ ორსულობას.
მიზეზი შეიძლება პარტნიორთა არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმალებოდეს. ფსიქოლოგის კონსულტაცია დაგეხმარებათ შინაგანი მიზეზების გამოვლენაში, რომლებიც არ გაძლევენ დიდი ხნის ნანატრი ორსულობის დადგომის შანსს.